ხარვეზები ბაგა-ბაღებში – “ახალი საქართველოს” წევრმა მერიაში 1000 მშობლის ხელმოწერილი პეტიცია შეიტანა

პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” წევრმა მერიაში 1000 მშობლის ხელმოწერილი პეტიცია შეიტანა. საქმე ეხება ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების კვებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს. თეონა ჭალიძის თქმით, კვების მენიუში ცვლილებებმა მშობელთა და ბაღების აღმზრდელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

“ახალი საქართველოს” წევრები მერიისა და ბაგა-ბაღების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. თეონა ჭალიძის თქმით, მშობელთა მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებენ ბაღებში არსებული პრობლემების შესახებ.

„კერძოდ, საუზმესთან დაკავშირებული პრეტენზიებია არსებითი, როდესაც ბავშვებს არ აქვთ არჩევანის საშუალება და თუ ერთი სახეობის საკვებს უბრალოდ არ მიირთმევენ, ბავშვები რჩებიან მშივრები. ხარისხთან დაკავშირებითაც არის გარკვეული პრეტენზიები, სწორედ ამიტომ, საჯარო, ღია შეხვედრას ვითხოვთ, რათა ამ ყველაფრის განხილვა მოხდეს და სწრაფი რეაგირება იმ პრობლემებზე, რომელსაც 1000 მშობელი აწერს ხელს,“ – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.