ხარკოვის მერის მოადგილე ნაგვის ურნაში ჩააგდეს (ვიდეო)

უკრაინაში, ხარკოვის მუნიციპალურ შენობაში, დღეს ხმაური იყო. რადიკალური ჯგუფები ადმინისტრაციულ შენობაში შევარდნენ და იქ მიმდინარე სხდომის ჩაშლის მიზნით, დარბაზში კვამლი გაუშვეს. დაცვასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებაც მოხდა.

მაშინ, როცა სამაშველო ჯგუფები შენობაში დაკვამლიანების გამო სამაშველო ოპერაციას ატარებდნენ, რადიკალებთან მოსალაპრაკებლად და მოთხოვნების გასარკვევად ხარკოვის მერის მოადგილე, ანდრეი რუდენკო გავიდა, თუმცა, მომიტინგეებმა ის ხელში აიყვანეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს. მომიტინგეები პარალელურად სკანდირებდნენ – “დიდება უკრაინას!” (“Слава Украине”), თუმცა, საბოლოოდ, რა მოთხოვნა ჰქონდა რადიკალთა ამ დაჯგუფებას, მაინც გაურკვეველი დარჩა.

ფაქტის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე გავრცელდა. ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.