ხაჯიმბა: ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორია

საქართველო ამ დრომდე არ აწერს ხელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას – ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა გააკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რაულ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო სხვადასხვა კონტექსტში რამდენჯერმე ახსენა.

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ საქართველოს ტერიტორია,“- განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ წარსული არასდროს დაბრუნდება.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერმა ნატოს სამხედრო წვრთნაზეც გააკეთა განცხადება. ხაჯიმბას თქმით, თუ საქართველოში ნატოს წვრთნა მიმდინარეობს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუს სამხედროებთან ერთად იმართება სწავლება.

დე ფაქტო პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში შეტანილ ქართულ პროდუქციაზეც ილაპარაკა. ხაჯიმბას ქართული ტერიტორიიდან შესულ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება უნდა.

გასულ კვირას კი აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმინისტრმა სერგეი შამბამ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის შეკრებაზე საქართველოსთან შესაძლო გაერთიანების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, თუ აფხაზეთში ვითარება არ გამოსწორდება, “მუხლებზე დადგომა და საქართველოსთვის ან რუსეთისთვის თავიანთ შემადგენლობაში მიღების თხოვნით მიმართვა” მოუწევთ.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.