ხელისუფლებას ომბუდსმენი კრიტიკის გამო არ მოსწონს-მერე მედია არ მოეწონება, მერე მოქალაქე

პრეზიდენტი სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს მკვეთრად ჩამოყალიბდეს ომბუდსმენის საერთო კადიდატზე და არ მისცეს ხელისუფლებას შესაძლებლობა წაართვან ეს ბერკეტი.
,,მე არ მყავს კანდიდატურა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე ხმამაღალი ხმა ამ პროცესში უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების.
ეს არ არის რამე უბრალო დანიშვნა, ეს არის რეალობა,რომ კრიტიკის მოსმენა უკვე გაღიზიანებას იწვევს.
თუ ეს იქნება ხელისუფლების არჩეული, ხელისუფლების პოზიციის გამტარებელი, ეს ძალიან სუსუტი მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ორგანო, თუ გახდება ტაშის დამკვრელი ეს იქნება ძალიან ცუდი.
ნანუაშვილი არ მოეწონათ იმიტომ რომ თურმე გააკრიტიკა ხელისუფლება. მერე ღრმავდება ეს პროცესი, მერე მედია არ მოგეწონება მერე მოქალაქე არ მოგეწონება. სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა დაასახელოს ერთი კანდიდატი და უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმიტომ რომ ეს ბერკეტი არ უნდა დიაკარგოს,“- განაცხადა საქარტველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა ,,რეაქციაში“ საუბრისას.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.