,,ხელისუფლებას პროცესი მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებამდე”

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:

,, 1. არავითარი “დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის” არ არსებობს, არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც დიქტატს ებრძვიან და მათ წინააღმდეგაა დიქტატორი, თავის დაქირავებული პირებით.

2. ვისაც ვაჟკაცობაზე, თუნდაც ქუჩურ დონეზე ანი და ბანი სმენია, “ბიძინას გინებას არავის შევარჩენ” ჩმორობას უფრო  ნიშნავს და არა ვინმეს პრესტიჟის დაცვას, მითუმეტეს თუ მამა ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობას შეიძლება უკავშირდებოდეს. ეს არც ვაჟკაცობაა, არც სოლიდურობა, არც არაფერში ჯდება.

3. ხელისუფლებას პროცესი მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებამდე და მოხელეებს გირჩევთ, გონზე მოხვიდეთ, თუ რამ გონი კიდევ შეგრჩენიათ, თორემ იმაზე უარესს აირტყამთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან ეს სისასტიკე და მავნებლობა აუცილებლად შემოგიტრიალდებათ უკან.”

alia.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.