“ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების მარტივად მიღებას ცდილობს, ცუდად ამთავრებს” – ხუხაშვილი

ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების მარტივად მიღებას ცდილობს, საბოლოო ჯამში ცუდად ამთავრებს- ეს განცხადება, გია ხუხაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა. ხუხაშვილი იმედოვნებს, რომ ცვლილებათა პაკეტის მიღებამდე ხელისუფლება “გონს მოეგება”. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საკითხზე საზოგადოებრივ მსჯელობაში აუცილებლად ჩაერთვება.

„ჯერ კანონი ძალაში არ არის შესული და იქნებ კიდევ გონს მოეგონ. მე რა თქმა უნდა ჩავერთვები, საჯაროდაც და სხვანაირადაც მზად ვარ რომ ეს საქმე ვაკეთო. ამით ჩვენ დავიცავთ პირველ რიგში ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მარტივად მიიღოს, ასეთი ხელისუფლებები ძალიან ცუდად ამთავრებენ,“-აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.