ხელისუფლების ლიდერები აქციაზე ხალხთან უნდა გავიდნენ, – „ოცნების“ დეპუტატი

„მოვლენები ასე არ განვითარდებოდა, ღონისძიების ორგანიზატორებიდან ან „ოცნების“ ლიდერებიდან ვინმეს პროტესტი ოპოზიციაზე უფრო ადრე რომ გამოეთქვათ, როდესაც გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაინახეს“, – ასე ეხმიანება „ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე თბილისში 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებს. შექმნილი სიტუაციის განსამუხტავად კი, მისი ვზრით, „შევარდნაძის მეთოდი“ გაამართლებდა – როდესაც იგი ხალხში გადიოდა და ხალხიც უსმენდა.

„როდესაც წინასწარ იცი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიების ხელმძღვანელი არის რუსეთის წარმომადგენელი, თავი უნდა შეიკავო ამ ღონისძიების შენს ქვეყანაში ჩატარებისგან, ეს ერთი შეცდომა. მეორე შეცდომა იყო ის, რომ ღონისძიების ორგანიზატრებიდან ან „ოცნების“ ლიდერებიდან ვინმეს ოპოზიციაზე უფრო ადრე ცივილურად გამოეთქვა პროტესტი, როდესაც გავრილოვი პარალმენტის თავმჯდომარის სავარძელში დაინახეს. მაშინ მოვლენები ასე არ განვითარდებოდა და ვერც ოპოზიცია თუ „ნაციონალური მოძრაობა“ სიტუაციას სათავისოდ ვერ გამოიყენებდა.  

„რაც შეეხება დღეს შექმნილ სიტუაციას და ამ სიტუაციიდან გამოსავალს, მემგონი შევარდნაძის მეთოდი გაამართლებდა, როცა ის ხალხში გადიოდა და ელაპარაკებოდა, როგორც წესი კი, ხალხი უსმენდა“, – განაცხადა „მთელ კვირასთან“ რევაზ არველაძემ.

ია აბულაშვილი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.