“ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი, რომელმაც გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი”

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი მთაწმინდის საარჩევნო უბანზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა:

“დღეს მე ხმა მივეცი იმას, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ჭაობი და ერთფეროვნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ მოვიდნენ პატრიოტი ადამიანები ხელისუფლებაში. ჭაობი დამთავრდეს რომელმაც გაგვიბედა ჩვენ და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი. 

მთაწმინდელებს მინდა მოვუწოდო, ვისაც გესმით და არჩევთ თეთრსა და შავს, ეს სიმართლე გადაიტანეთ საარჩევნო ბიულეტენზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. 

მთაწმინდელი ამომრჩეველი არჩევს ტყუილსა და მართალს, არჩევს ჯალათსა და სიმართლისთვის მებრძოლს და ამას გადაიტანს საარჩევნო ბიულეტინზე” განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.