ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე მიგრანტს ეძებენ

ლიბიის სანაპიროდან 50 კილომეტრში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად, დაკარგულია 100-მდე ლტოლვილი.

იტალიის სანაპირო დაცვამ მხოლოდ ოთხი ადამიანის გადარჩენა და 8 ცხედრის აღმოჩენა შეძლო.

მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები, რომელშიც, იტალიის გარდა, საფრანგეთის სამხედრო ხომალდებიც იღებენ მონაწილეობას. ჩართულია ავიაციაც. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში 360 000-მდე მიგრანტი ჩავიდა, 5 000 კი გზაში დაიღუპა.

ფოტო: AP

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.