ხოკრიშვილი: გერმანიაში შრომითი მიგრაციის კანონპროექტი განიხილება, იგი საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება

გერმანიაში საქართველოს ელჩის ელგუჯა ხოკროშვილის გამცხადებით, გერმანიაში განიხილება მიგრაციის კანონპროექტი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს როგორც ეხლა არსებული მიგრაციის პროცედურები, ასევე ლეგალური შრომითი მიგრაციის წესები.

მისი თქმით, ეს კანონი საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება.

“ერთის მხრივ შეეხება როგორც მაღალკვალიფიციურ კადრებს, ასევე იმ სამუშაო ადგილის მაძიებლებს, რომლებსაც პროფესიული განათლების კურსი დამთავრებული.

რამდენიმე სექტორია, გამოქვეყნდა გერმანიის ერთ-ერთი ინსტიტუტის კვლევა, რომ გერმანიას შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 400 ათასი სამუშაო ძალა ესაჭიროება, რათა გერმანიის ეკონომიკამ შეინარჩუნოს ის ტემპები, განვითარებისთვის, რაც აუცილებელია შემდეგი წლებისათვის”, – აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.