ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამომუშავებული 23 მილიონი ბავშვებს გადაურიცხა

ხორვატიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამომუშავებული ფულადი პრემია სრულად ბავშვებისთვის გადარიცხა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ზლატკო დალიჩი, პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ და ნაკრების მიერ მიღწეული შედეგი პოლიტიკური ქულების დასაწერად არ გამოიყენონ.

ჯამში, ხორვატი ფეხბურთელების მიერ გამომუშავებულმა პრემიალურმა თანხამ 23 მილიონ ევრო შეადგინა, რაც ბავშვების ფონდში გადაირიცხა. ხორვატი ფეხბურთელების თქმით, ბევრი ბავშვი ზაფხულში დასვენებას ვერ ახერხებს და თანხის დიდი ნაწილი, ამ მიმართულებით დაიხარჯება.

ზლატკო დალიჩის განცხადებით, ხორვატია ღარიბი ქვეყანაა და სწორედ ამიტომ, მათი გამომუშავებული ფული ქველმოქმედებას მოხმარდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 400 მილიონ დოლარს შეადგენდა. ხორვატიის ნაკრებმა, ფიფასგან მეორე ადგილისთვის 26 მილიონი დოლარი მიიღო.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.