ხულორდავა: თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება – ვისი ბრალია, რომ საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან?

პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით ფინანსური სარგებლის მისაღებად საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

როგორც თამა ხულორდავა ჟურნალისტებთან განმარტავს, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნა შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

“აქ საუბარი არის ძალიან კოკრეტულად იმ პირებზე, რომლებიც უწყობენ ხელს ჩვენს მოქალაქეებს, რომ უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყანაში, არალეგალური მიგრანტები გახდნენ, ან უსაფუძვლოდ ეხმარებიან დოკუმენტების გაყალბაში, რომ უსაფუძვლოდ განაცხადი შეიტანონ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად.

ორივე ეს პირობა, თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის საზღვარზე უარების სტატისტიკის ზრდა არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება”, – განაცხადა ხულორდავამ.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.