ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალური ეპიდემიის საშიშროების შესახებ აცხადებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ არსებობს ახალი გლობალური ეპიდემიის (პანდემიის) საშიშროება, რომლის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელი არაიდენტიფიცირებული ინფექციაა, რომელსაც “დაავადება X” უწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.

მეცნიერებმა შეადგინეს დაავადებების სია, რომელმაც შესაძლოა კაცობრიობამ მოიცვას. სიაში შედის ლასის ჰემორაგიული ცხელება, რომელიც გავრცელდა ნიგერიაში და ასევე ებოლა, რასაც 2014-2015 წლებში 11 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა. გარდა ამისა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასევე ძალიან საშიშია ინფექციები, როგორებიცაა მარბურგის ცხელება, კრიმ-კონგოს ცხელება, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი და ზიკის დაავადება.

ექიმებმა სიაში ასევე დაამატეს “დაავადება X”, რადგან ფიქრობენ, რომ პანდემია შესაძლოა უცნობმა ინფექციამ გამოიწვიოს, რომელიც ისეთივე ლეტალური იქნება, როგორც გასულ საუკუნეში იყო ესპანური გრიპი.

ესპანური გრიპი – 1918-1919 წლის მასობრივი ეპიდემია. მეცნიერების ცნობით, მსოფლიოში მაშინ ამ ვირუსით 550 მილიონი ადამიანი დაავადდა და მათგან 50-100 მილიონამდე დაიღუპა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.