“ჯერ არ გეტყვით”- ზურაბიშვილი ინაუგურაციის ადგილზე

ინაუგურაციის ჩატარების ადგილად სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და ჯერ არ გეტყვით-განუცხადა ჟურნალისტებს არჩეულმა პრეზიდენტმა.

„არაფერი არ არის ჯერ მართალი, რადგან არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. სხვადასხვა ვარიანტი განიხილება. ამას ჯერ არ გეტყვით. ვარიანტები, თუნდაც, თბილისში, არის რამდენიმე. ჯერ ვმსჯელობთ ამაზე. როცა მეცოდინება, გეტყვით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება. ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა სად, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.