ჯეფ ბეზოსის კომპანიის მიერ კოსმოსში განხორციელებული ფრენის ფასი 200-300 ათასი აშშ დოლარი იქნება

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია Blue Origin, ხომალდ New Shepard-ით კოსმოსში მრავალჯერადი ფრენების განხორციელებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი ფრენის ფასი 200-300 ათასი აშშ დოლარი იქნება.

ივნისში, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მალე დაიწყება ხომალდ New Shepard-ის საცდელი ფრენები მგზავრებთან ერთად. ბილეთების კოსმოსური ტურისტებისთვის კი უკვე მომავალი წლიდან გაიყიდება.

New Shepard – ეს სუბორბიტალური ფრენებისთვის განკუთვნილი ხომალდი და რაკეტაა, რომელიც პილოტირებულ კაფსულას წარმოადგენს. მისი დანიშნულება დედამიწიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე – სუბორბიტალურ სივრცეში 6 მგზავრის ავტონომიური ფრენაა. ფრენის სიმაღლე კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსურმა ტურისტმა რამდენიმე წუთის განმავლობაში უწონადობა განიცადოს და პლანეტების მოხაზულობები დაინახოს. სწორედ ამ სიმაღლეზე მდებარეობს კარმანის ხაზი, რომელიც ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის საზღვრად არის მიჩნეული.

New Shepard-ის აფრენა ვერტიკალურად ხდება, ხოლო დაშვება – ძრავისა და პარაშუტების მეშვეობით. კაფსულაში 6 ფანჯარაა. სისტემას სახელი ალან შეპარდის საპატივსაცემოდ დაერქვა. ალან შეპარდი პირველი ამერიკელი ასტრონავტია, რომელმაც სუბორბიტალური ფრენა განახორციელა.

კომპანია Blue Origin ფრენების ხარჯების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. კოსმოსური კომპანია Teal Marco Caceres-ის ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ New Shepard-ის თითოეული გაშვება დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარი უჯდება კომპანიას.

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.