ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.

წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს.

ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით.ერთი სიტყვით აიფონებს — Siri-ით

ფოტო: DIANA WALKER / CONTOUR BY GETTY IMAGES

ჯობსმა 1984 წელს, ჟურნალ Newsweek-თან ინტერვიუში თქვა: შემდეგ ეტაპზე კომპიუტერებს აგენტების ფუნქცია ექნებათ. წარმოიდგინეთ ყუთი პატარა ადამიანით, რომელიც თქვენს სურვილებს გამოიცნობს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პატარა ყუთის ქონა, რომლის თან ტარებასაც შევძლებდით, შესანიშნავი იქნებოდა.

აიფონი 2007 წელს გამოვიდა, ხოლო iOS-ის ციფრული ასისტენტი Siri 2010 წელს.

ჯობსმა ავტო ინვენტარის წინასწარ დამზადების შეწყვეტაც იწინასწარმეტყველა

1996 წელს, ჯობსმა ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში თქვა: ავტო დილერების მაგალითი მოვიყვანოთ. ინვენტარზე უამრავი ფული, მილიარდობით დოლარი იხარჯება. ეს სწორი მიდგომა არაა. ინვენტარის წინასწარ დამზადება უამრავ ფულს მოითხოვს, მარტივი სამიზნეა ვანდალიზმისთვის და ბოლოს მოძველებული ხდება. მის დამზადებას დიდი დროც სჭირდება. და, ხშირ შემთხვევაში ისეთ მანქანას, როგორიც და რა ფერშიც გინდათ, მაინც ვერ შოულობთ. კომპანიებმა კი ვაჭრობა უნდა დაგიწყონ. ინვენტარისგან გათავისუფლება ხომ არ სჯობს? კარგი იქნებოდა, უბრალოდ ერთი თეთრი მანქანა იყოს და მისი სხვა ფერებში ნახვის შესაძლებლობაც არსებობდეს. შემდეგ კი შენთვის სასურველ ავტომობილს შეუკვეთავ, რომელიც მზად ერთ კვირაში იქნება.

კომპანია Tesla-მ პირველი შოურუმი 2008 წელს ლოს-ანჯელესში გახსნა. მათ მაღაზიებში ძალიან ცოტა მანქანას თუ იხილავთ. მყიდველებს სპეციალურად მათთვის შექმნილი ტრანსპორტის გამყიდველთან ან ონლაინ შეკვეთის შესაძლებლობა აქვთ.

ჯობსის ძველი წარმოდგენა იმეილის ფუნქციაზე, ზედმეტად ჰგავს დღევანდელ Cloud საწყობის ფუნქციას

1996 წელი: უკვე აღარაფერს ვინახავ. ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე შევდივარ და ძალიან ხშირად ვიყენებ იმეილს. მათი საშუალებით აღარაფრის შენახვა მიწევს. სხვათაშორის, რაიმეს გახსენების ჩემთვის საყვარელი გზა საკუთარი თავისთვის იმეილის გაგზავნაა. ესაა ჩემი საცავი.

ახლა: კომპანია ეფლმა iCloud 2011 წელს შექმნა. დღეს ჩვენი ფაილების ინტერნეტში cloud-ით ავტომატური დამახსოვრება ჩვეულებრივი მოვლენაა.

ფოტო: AP PHOTO/WILFREDO LEE

ბილ გეითსმა სახლის ონლაინ საკონტროლო სისტემის შექმნა იწინასწარმეტყველა

1999 წელი: თქვენი სახლის ვიდეო-კონტროლი ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ვიდეო სტუმრის მოსვლას შეგატყობინებთ, როცა სახლში არ იქნებით.

დღეს ამაზონის Ring doorbell-ის უსაფრთხოების კამერები აშშ-ის გარშემო დიდი რაოდენობით იყიდება.

გეითსმა ჭკვიანი რეკლამების შექმნა იწინასწარმეტყველა, დღეს კი მომხმარებლებიიმაზე ღელავენ, რომ მათი სმარტფონები ისმინება.

1999 წელი: გეითსი წიგნში ბიზნესი ფიქრის სისწრაფით წერდა: მოწყობილობებს ჭკვიანი რეკლამის სისტემა ექნებათ. მათ ეცოდინებათ რას ყიდულობთ ხშირად და რეკლამებს თქვენს გემოვნებაზე დაყრდნობით გიჩვენებენ.

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ფეისბუქი და ინსტაგრამი სმარტფონებს უსმენენ და შემდეგ მომხმარებელს რეკლამას ამ საუბარზე დაყრდნობით სთავაზობენ.

გეითსმა იწინასწარმეტყველა, რომ სამსახურის შოვნას ინტერნეტში შევძლებდით –დღეს LinkedIn გვაქვს.

1999 წელს, გეითსი წიგნში ბიზნესი ფიქრის სისწრაფით წერს: ადამიანები მათი ინტერესების, საჭიროებებისა და უნარ-ჩვევების დაფიქსირებით სამსახურის პოვნას ონლაინ შეძლებენ.

ბილ გეითსის ამ განცხადებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, 2003 წელს LinkedIn დაარსდა. Hootsuite-ის მონაცემებით ამერიკაში დასაქმებულთა რიცხვი LinkedIn-ის პროფილებზე დაყრდნობით 2019 წლის თებერვალში 154 მილიონს შეადგენდა.

ჯეფ ბეზოსმა თქვა, რომ ამაზონი და წიგნის მაღაზია Barnes & Noble ერთმანეთისკონკურენტები მუდმივად არ იქნებოდნენ.

1999 წელი: ბეზოსმა ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში თქვა: სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ისინი ერთი წლის შემდეგ პირდაპირ კონკურენტებად აღარ ჩაგვთვლიან. დღეს, ცხადია, რომ მეტოქეებად აღგვიქვამენ, მაგრამ ორივეს განსხვავებული გზა გვაქვს… ჩვენ ელექტრონული კომერციის მომავალს ვქმნით, ისინი კი თავიანთი ბიზნესის დაცვას ცდილობენ.

ახლა: ამაზონი მზარდი ონლაინ მარკეტია, რომელიც წიგნებზე ბევრად მეტ ნივთს გვთავაზობს. კომპიუტერული მოწყობილობები, ვიდეო და მუსიკალურის სტრიმები და ლოჯისტიკა ამაზონის უზარმაზარი იმპერიის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ბეზოსმა იწინასწარმეტყველა, რომ მაღაზიაში გაყიდვადი პროდუქტებისინტერნეტით შეძენას შევძლებდით.

1999 წელი: ბეზოსმა ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში თქვა, რომ 2020 წლისთვის: მაღაზიაში გაყიდვადი პროდუქტების უზარმაზარ ჩამონათვალს — საკვებს, ქაღალდს, საწმენდ საშუალებებს და ბევრ სხვა რამეს ელექტრონულად შეუკვეთავთ.

2014 წელს ამაზონის Prime Pantry შეიქმნა, რომელიც სარეცხი საშუალებებით დაწყებული და შამპუნით დამთავრებული, დაბალფასიან სასურსათო და საოჯახო პროდუქტებს გვთავაზობს.

ბეზოსმა ინტერნეტთან დაკავშირებული სხვადასხვა მოწყობილობების გაჩენაიწინასწარმეტყველა

1999 წელი: ბეზოსმა ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში თქვა: მჯერა, რომ ბევრი სხვადასხვა სახის მოწყობილობა, ინტერნეტთან და ქსელებთან დაკავშირებული ბევრი პატარა რამ იარსებებს.

დღეს სახლები უამრავი მოწყობილობით, მათ შორის სპიკერებით და უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი.

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.