ჯონ ჰერბსტი:„ანაკლიასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში კონტრაქტების ხელშეუხებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით „მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში კონტრაქტების ხელშეუხებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“.

ამის შესახებ მან „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მთავრობის გადაწყვეტილება ამ პროექტის განხორციელებას გააჭიანურებს. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი საქართველოში კონტრაქტების ხელშეუხებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ეს კი სერიოზული პრობლემაა, რადგან უცხოური კაპიტალის მოსაზიდად, საქართველოს კანონის უზენაესობის მკაცრად დამცველის რეპუტაცია სჭირდება. ეს გადაწყვეტილება კი ამ რეპუტაციას ხელს არ უწყობს“, – განუცხადა „აქცენტს“ ჰერბსტმა.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი ნათელი არ არის.

„რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, ნათელი არ არის. არც ერთი სანდო ფაქტი არ ყოფილა წარმოდგენილი იმის თაობაზე, რომ თავდაპირველ ტენდერთან დაკავშირებით სტანდარტები დაცული არ იყო. ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის ინვესტორები ნაპოვნი იყო და იგი განხორციელების პროცესში იყო“, – დასძინა ჰერბსტმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას. თავად კონსორციუმი კი საარბიტრაჟო დავისთვის ემზადება.

https://accentnews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.