ჰიტლერის ტელეფონის წიგნაკი აუქციონზე გაიყიდა

სატელეფონო წიგნაკი, რომელიც სავარაუდოდ ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, დიდ ბრიტანეთში Henry Aldridge and Son-ის აუქციონზე 33 ათას ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ გაზეთი Daily Mail-ი წერს.

როგორც აუქციონის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ეს წიგნაკი რეიხსკანცელარიაში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 72 წლის წინ იპოვეს.
სატელეფონო წიგნში ხელით ნაწერი 2 000 ტელეფონის ნომერია, მათ შორის გიმლერის, გებელსის, რუდოლფ ჰესის, გერინგის, რობენტროპის, ბორმანის და ნაცისტური გერმანიის სხვა მაღალჩინოსნების. აქ არის ასევე ჰიტლერის პირადი არქიტექტორის და ფოტოგრაფის ნომრები.
„ეს ისტორიის უნიკალური ფრაგმენტია, რომელიც ისტორიკოსებს და კოლექციონერებს ნაცისტური რეჟიმის აქამდე უცნობ ინფორმაცაის აწვდის,“- განაცხადა აუქციონის წარმომადგენელმა.

წიგნის პირველადი ფასი 10-15 ათასი ფუნტი იყო. მისი გამყიდველის და მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება. თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ აუქციონს წიგნაკი იმ ადამიანის ნათესავებმა გადასცეს, რომელიც მესამე რეიხის მაღალჩინოსნებს ეძებდა.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: