10 გზავნილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციიდან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა. მედიამ შეკითხვები ყველა აქტუალურ საკითხზე დასვა. ჟურნალისტებთან შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი, დაპირისპირება მმართველ გუნდში, მოსამართლეების სია:ეს ის საკითხებია, რომლებზეც საქართველოს პრეზიდენტმა კონკრეტული, ღია პოზიცია არ დააფიქსირა. გთავაზობთ მოკლე შეფასებებს:

მოსამართლეების სიაზე: ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ მე არ ვარ პირადი პირი, პრეზიდენტი ვარ.

კანაფის კულტივაციაზე და კანონპროექტის შესაძლო დაბრუნებაზე შეკითხვის საპასუხოდ: ძალიან ბევრი თუ-ები არის, ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებ.

ვალდებულია თუ არა, დააფიქსიროს პოზიცია გუნდში დაპირისპირებაზე, რადგან “ოცნების” დამსახურებით მოვიდა ხელისუფლებაში: არც ერთი გუნდის დამსახურებაა, რომ პრეზიდენტი ვარ-ეს ხალხის დამსახურებაა.

მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე:
ომის პირას არ ვართ, მოვედი იმ იმედით, რომ ვიქნებოდი შერიგების პრეზიდენტი: იმედია, ეს მმართველ გუნდზეც გავრცელდება.

სიტყვის თავისუფლებაზე: არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს – ამის ბოლო მაგალითი საფრანგეთია.

საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე:არსად ტარდება იდეალური არჩევნები.

უკრაინისთვის ავტოკეფალიის არმილოცვაზე: არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია.

ნარკოპოლიტიკისა და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალებაზე: ვითხოვ დროს, რომ ჩამოვყალიბდე.

აპირებს თუ არა ის “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას და როგორ, იმის მიუხედავად, რომ ამ პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა: ყველას დაეგზავნა მოლოცვის წერილები, მაგრამ ის ვინც არ მაღიარებს, იმას რა ვუყო, არ ვიცი.

ახალი საზოგადოებრივი ფონდის შექმნაზე: ფონდში გადავრიცხავ ჩემ ხელფასს, რამეთუ მე ვღებულობ უკვე საფრანგეთის პენსიას.

http://newsreport.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.