10 კომპანია, რომელიც ე.წ. სესხების განულების აქციაში ჩაერთო

ე.წ. სესხების განულების აქციაში 10 ახალი საფინანსო კომპანია ჩაერთო. კომპანიებს შორის არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“, შპს „ემას კრედიტი“, შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“ და სხვები. ამის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრნდობით სააგენტო “ინტერპრესნიუსი” მათ სიას ავრცელებს.

კერძოდ, განულების აქციაში დღეიდან ჩაერთვნენ:

4 finance(ვივუსი), შპს „პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო“, შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიური“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“, შპს „ემას კრედიტი“, შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“, შპს „გრანატ ინვესთმენთ“, შპს კრედიტ ესპერტ ჯორჯია“, შპს „ინფინიტი ჰოლდინგი“, შპს „მოზო“, შპს „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“, შპს „მინი სესხი“.

როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განმარტა, სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც მოქალაქეებს სესხების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, დღეიდან სწორედ იმიტომ ვერ ამოქმედდა, რომ განულების აქციაში ახალი კომპანიები ჩაერთვნენ.

შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის სესხების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და თვის ბოლოს დასრულდება.

ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს ახალ წლამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. ეს ერთჯერადი პროგრამაა, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბანკებისაგან ფიზიკური პირების ვადაგადაცილებულ ვალდებულებებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით გამოისყიდის.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.