10 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ქართველი ძალოსნების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

ქართველი ძალოსნების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბექარესტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. საქართველოს ქალთა ნაკრებს 8 წონით კატეგორიიდან ორში იყო თითო სპორტსმენით წარმოდგენილი, ვაჟთა ნაკრებს კი რვა წონითი კატეგორიიდან ექვსში ჰყავდა მონაწილე, მათ შორის ორში ორ-ორი სპორტსმენი. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებს 10 მონაწილე ჰყავდა.

ქალთა ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს: თათია ლორთქიფანიძემ (69 კგ) აკვრაში ბრინჯაო დაიმსახურა, ხოლო ანასტასია გოტფრიდმა (90კგ) სამი ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი.

ვაჟთა ნაკრების წევრებიდან ოქროს მედლები დაიმსახურეს ლაშა ტალახაძემ (+105კგ) – 3, შოთა მიშველაძემ (62კგ) – 2 და რევაზ დავითაძემ – 2, ვერცხლის მედლები მოიპოვეს შოთა მიშველაძემ, რეზო დავითაძემ და ირაკლი თურმანიძემ (+105კგ), ბრინჯაოს მედალოსანი კი გახდა გოდერძი ბერდელიძე.

არსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები გუნდის 10 წევრიდან 4-მა ჩემპიონობა მოიპოვა, ექვსს კი სულ მცირე დააკლდა მედლამდე: თათია ლორთქიფანიძემ, გოდერძი ბერდელიძემ, გოგა ჩხეიძემ (69კგ), დათო ხეცურიანმა (105კგ) მე-4 ადგილები დაიკავეს, ხოლო რამინ შამილაშვილი (62კგ) მე-5 იყო.

საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრები მოპოვებული მედლებითაც (10 ოქრო3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) და ჩემპიონთა რაოდენობითაც მეტოქეებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა

წყარო: ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.