10 საინტერესო ფაქტი, რომელსაც მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან

დღემდე ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი ჩვენი სამყაროს შესახებ.
წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს, რომელზეც მეცნიერებს პასუხი ჯერ კიდევ არ აქვთ: როგორ გაჩნდა სიცოცხლე, რა არის შავი მატერია, რატომ გვძინავს და ა.შ.
ჩვენი სამყარო იმდენად ფანტასტიკური და ამოუცნობია, რომ მილიონი წლის შემდეგაც კი, როდესაც ცოცხალი არსება მიაღწევს განვითარების უმაღლეს საფეხურს, იგი ვერ შეძლებს პასუხი გასცეს ყველა კითხვას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი სამყაროს გამოკვლევა.
როგორ გაჩნდა სიცოცხლე?
საიდან გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე? როგორ მოხდა ეს? „პირველყოფილი ბულიონის“ (ა. ოპარინის თეორია) თეორიის მხარდამჭერებს სჯერათ, რომ დედამიწამ თავად მოახერხა სულ უფრო და უფრო რთული მოლეკულების ფორმირება, საიდანაც დასაბამი მიეცა სიცოცხლეს. ეს პროცესები მიმდინარეობდა ოკეანის ფსკერზე, ვულკანურ კრატერებში, ასევე დედამიწის ქერქის ზედა ფხვიერ ნაწილში – ნიადაგში და ყინულის ქვეშ. სხვა თეორიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სინათლის და ვულკანურ აქტივობებს. გარდა ამისა, დღესდღეობით დნმ ითვლება დედამიწაზე სიცოცხლის ძირითად ბაზისად, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რნმ იყო სიცოცხლის ერთ-ერთი პირველი ძირითადი ფორმა. კიდევ ერთი ამოუხსნელი მეცნიერული კითხვა – არსებობს თუ არა სხვა ნუკლეინის მჟავები დნმ-ისა და რნმ-ის გარდა? სიცოცხლე დედამიწაზე მხოლოდ ერთხელ გაჩნდა თუ გაჩნდა, შემდეგ განადგურდა და კვლავ გაჩნდა? ზოგიერთს სჯერა პანსპერმიის – ამ თეორიის თანახმად, მიკროორგანიზმები (სიცოცხლის წარმომქმნელი „თესლი“) იქნა ჩამოტანილი დედამიწაზე მეტეორიტების და კომეტების საშუალებით. ეს თეორია მართალიც რომ იყოს, საიდან გაჩნდა სიცოცხლე თავად პანსპერმიის წყაროზე – უცნობია.
რა არის შავი ენერგია?
ყველა მეცნიერული საიდუმლოდან შავი ენერგია, ალბათ ყველაზე მეტადაა ბურუსით მოცული. მაშინ როდესაც შავი მატერია შეადგენს სამყაროს მასის 80%-ს, შავი ენერგია – ენერგიის ჰიპოთეტური ფორმა, მეცნიერების რწმენით, შეადგენს მთელი სამყაროს შემადგენლობის 70%-ს. შავი ენერგია – სამყაროს გაფართოების ერთ-ერთი მიზეზია, თუმცა მასთან დაკავშირებულია დიდი რაოდენობით საიდუმლოებები, რომლებიც ჯერ კიდევ ამოუხსნელია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – რისგან შედგება შავი ენერგია? მუდმივია თუ მასში მიმდინარეობს ფლუკტუაცია (რყევა) ? რატომ არის შავი ენერგიის სიმკვრივე ჩვეულებრივი მატერიის სიმკვრივის ტოლი? შეიძლება თუ არა შავი ენერგიის მონაცემების დაკავშირება ეინშტეინის გრავიტაციის თეორიასთან თუ ეს თეორია საჭიროებს გადახედვას?
როგორ მუშაობს ტექტონიკური ფილები?
თეორიამ ლითოსფეროს ტექტონიკური ფილების შესახებ, რომლებიც გადააადგილებენ კონტინენტებს და იწვევენ მიწისძვრას, ვულკანების ამოფქვევას და მთების ფორმირებას, მოიპოვა პოპულარობა არც თუ ისე დიდი ხნის წინ (XX საუკუნის მეორე ნახევარში)თუმცა, იქამდე უკვე არსებობდა ჰიპოთეზა, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ ექვსი კონტინენტის ნაცვლად არსებობდა ერთი კონტინენტი, თუმცა ამ თეორიას ნაკლებად ჰყავდა მხარდამჭერები 1960 წელს. იმ დროისთვის ზენიტში იყო ფსკერის სპრედინგის თეორია. ამ თეორიის თანახმად, უზარმაზარი ქედები, რომლებიც ყოფენ დედამიწის ქერქს ოკეანის ქვეშ, არის საზღვრები ტექტონიკურ ფილებს შორის, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით. ამ გადაადგილების შედეგად, გამდნარი მასა ამოდის მანტიიდან, ავსებს ღრუებს დედამიწის ქერქშინ და წყალქვეშა ფსკერი უახლოვდება კონტინენტს. მაგრამ მალე ეს თეორია უარყოფილ იქნა.
აქედან გამომდინარე, მეცნიერებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, რა იწვევს ფილების გადაადგილებას ან როგორ წარმოიქმნა ტექტონიკური ფილები. არსებობს უამრავი თეორია, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის ამ მოვლენის ყველა ასპექტს.
„მაშ, სად არიან ასეთ შემთხვევაში?“
დაკვირვებადი სამყაროს დიამეტრი აღწევს 92 მილიარდ სინათლის წელს. ის სავსეა მილიარდი გალაქტიკით თავისი ვარსკვლავებითა და პლანეტებით და ერთადერთ დასახლებულ პლანეტად ითვლება დედამიწა. სტატისტიკურად, შანსი იმისა, რომ ჩვენი პლანეტა არის ერთადერთი მთელ სამყაროში, სადაც არსებობს სიცოცხლე, არის ძალიან მცირე. ამიტომ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ აქამდე არავინ „დაგვიკავშირდა“?
ამას ეწოდება ფერმის პარადოქსი (დაკავშირებულია იტალიელი ფიზიკოსის ენრიკო ფერმის სახელთან, რომელიც ატომური რეაქტორის პირველი შემქმნელია). შემოთავაზებულ იქნა ათობით ახსნა იმისა, თუ რატომ არ ვიცნობთ უცხოპლანეტურ სიცოცხლეს აქამდე და ზოგიერთი მათგანი მართლაც დამაჯერებლად ჟღერს. ასე რომ, შეგვიძლია საათობით ვიმსჯელოთ სხვადასხვა გამოტოვებულ სიგნალზე, იმაზე, რომ უცხოპლანეტელები უკვე ჩვენს შორის არიან და ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, ან რომ ისინი ვერ გვიკავშირდებიან. ან ავირჩიოთ ალტერნატიული ვარიანტი და ვიფიქროთ, რომ დედამიწა ერთადერთი დასახლებული პლანეტაა სამყაროში.
რა არის გრავიტაცია?
ცნობილია, რომ მთვარის გრავიტაცია იწვევს მიქცევა-მოქცევას, დედამიწის გრავიტაცია გვაკავებს ჩვენ პლანეტის ზედაპირზე, მზის გრავიტაცია აკავებს დედამიწას ორბიტაზე. მაგრამ როგორ ავსხნათ ეს ფენომენები? ეს ძალა შექმნილია მატერიით და შედარებით დიდ ობიექტებს შეუძლიათ მიიზიდონ მცირე ობიექტები. სანამ მეცნიერები ცდილობენ ამოხსნან გრავიტაციის მოქმედების მექანიზმი, ისინი დარწმუნებულებიც კი არ არიან არსებობს თუ არა გრავიტაცია საერთოდ. არის თუ არა გრავიტაცია გრავიტაციული ნაწილაკების არსებობის შედეგი? რატომ არის ატომებში ამდენი ცარიელი სივრცე – ანუ რატომ არის ბირთვი და ელექტრონები ასე დაშორებული ერთმანეთს? რატომ განსხვავდება ძალა, რომელიც აკავებს ატომებს ერთად გრავიტაციის ძალისგან? ამ კითხვებზე პასუხი მეცნიერების თანამედროვე განვითარების გზაზე არ ჩანს.
რისგან არის შექმნილი შავი მატერია? 
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამყაროს მასის 80%-ს შეადგენს შავი მატერია. ეს არის სპეციფიკური რამ, რაც საერთოდ არ ატარებს სინათლეს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თეორიები შავი მატერიის შესახებ გაჩნდა 60 წლის წინ, ჯერ კიდევ არ არსებობს მისი არსებობის დამადასტურებელი საბუთები. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ შავი მატერია შედგება ჰიპოთეტური მცირედით ურთიერთმოქმედი მასური ნაწილაკებისგან – ვიმპებისგან (WIMP, Weakly Interacting Massive Particle), რომლებიც შეიძლება პროტონზე 100-ჯერ მძიმე იყოს. სხვები თვლიან, რომ შავი მატერიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ისეთი ნაწილაკები, როგორიცაა აკსიონი, ნეიტრალინო და ფოტინო.
რატომ გვძინავს? 
მიუხედავად იმისა, რომ ვიცით პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში რეგულირდება ბიოლოგიური საათით, რომელიც უზრუნველყოფს ძილ-ღვიძილის რეჟიმს, ჩვენთვის უცნობია, რატომ ხდება ასე. ძილი – ეს არის დრო, როდესაც ჩვენი ორგანიზმი აღადგენს ქსოვილებს და აწარმოებს რეგენერაციის სხვა პროცესებს. ჩვენ ვატარებთ სიცოცხლის თითქმის ერთ მესამედს ძილში.ზოგიერთ სხვა ორგანიზმს საერთოდ არ სჭირდება ძილი, მაშ რატომ გვჭირდება ის ჩვენ? არსებობს ბევრი სხვადასხვა ვერსია, თუ რატომ ხდება ასე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის სრულყოფილი. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, იმ ცხოველებმა, რომლებსაც სძინავთ, მოახერხეს განევითარებინათ მტაცებლისგან დამალვის უნარი, მაშინ როდესაც სხვებს სჭირდებად მუდმივი სიფხიზლე, რომ იყვნენ სადარაჯოზე, ამიტომ ისინი ახერხებენ რეგენერაციას და დასვენებას ძილის გარეშე. დღესდღეობით სომნოლოგიური გამოკვლევების უდიდესი ნაწილი ეძღვნება იმას, თუ რატომ არის ძილი მნიშვნელოვანი და როგორ მოქმედებს ის კოგნიტურ შესაძლებლობებზე.
როგორ მიგრირებენ ცხოველები?
უამრავი ცხოველი და მწერი მიგრირებს წლის განმავლობაში, რათა გაექცეს ტემპერატურის სეზონურ ცვლილებასა და საარსებოდ მნიშვნელოვანი რესურსების გაქრობას. ზოგიერთი მათგანი მიგრირებს ათასი კილომეტრის დაშორებით, და ჩნდება კითხვა: როგორ პოულობენ უკან დასაბრუნებელ გზას? სხვადასხვა ცხოველი იყენებს ნავიგაციის სხვადასხვა სისტემას. მაგალითად, ზოგიერთს შეუძლია იგრძნოს დედამიწის მაგნიტური ზონა და გააჩნიათ გარკვეული სახის შინაგანი კომპასი. ასეა თუ ისე, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, როგორ ვითარდება ეს უნარები და საიდან იციან ცხოველებმა გადაადგილების ზუსტი მარშრუტი.
რატომ არის მატერია უფრო დიდი ვიდრე ანტიმატერია?
ფიზიკის თანამედროვე გაგებაში, მატერია და ანტიმატერია იდენტურია, მაგრამ საპირისპირო. როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მათ უნდა გაანადგურონ ერთმანეთი და არაფერი დატოვონ ირგვლივ. დიდი ნაწილი ასეთი ურთიერთგანადგურებისა უკვე მოხდა სამყაროს წარმოქმნის პირველსაწყოს ეტაპზე. მიუხედავად ამისა, სამყაროში დარჩა საკმარისი მატერია, რომ შექმნილიყო მილიარდობით გალაქტიკა, ვარსკვლავები, პლანეტები და ა.შ.ამის ახსნა შესაძლებელია მეზონების საშუალებით, ქუარკ – ანტიქუარკისაგან შედგენილი ჰანდრონები მთელი სპინით და მთელი ელექტრული მუხტით. B-მეზონები იშლება უფრო ნელა, ვიდრე ანტი-B-მეზონები, ამის გამო რჩება საკამარისი B-მეზონები, რომ შეიქმნას მთელი სამყაროს მატერია.
სად არის ლითიუმის წონა?
ადრე, როდესაც ტემპერატურა სამყაროში არანორმალურად დიდი იყო, წყალბადის, ჰელიუმის და ლითიუმის იზოტოპები უხვად წარმოიქმნბოდა. წყალბადი და ჰელიუმი ახლაც დიდი რაოდენობით არსებობს და ისინი შეადგენენ სამყაროს მასის უდიდეს ნაწილს, მაგრამ ლითიუმის იზოტოპების რიცხვია – 7. არსებობს უამრავი განსხვავებული ახსნა იმისა, თუ რატომ მოხდა ასე – მათ შორის ჰიპოთეზები ბოზონების – აქსიონების გავლენის შესახებ. სხვა თეორიების თანახმად, ლითიუმი შტაინთქა ვარსკვლავების ბირთვების მიერ, რომლებსაც ჩვენი ტელესკოპები და სხვა ინსტრუმენტები ვერ აფიქსირებენ. ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს ადეკვატური ახსნა იმისა, თუ სად გაქრა ლითიუმი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.