10 საჩივარი და 2 შენიშვნა – საია ამ დროისთვის დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს

10 საჩივარი და 2 შენიშვნა – ამ დროისთვის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოუვლენია. როგორც საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, ძირითადად დარღვევები პროცედურული ხასიათისა. ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა აგიტაციას, რაც აღკვეთილი იყო საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ.

„ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომში #8 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას საარჩევნო უბანზე, რაც დარღვევაა. ადგილობრივი დამკვირვებლები ივანე ზედგენიძე და საბა ღონღაძე ორგანიზაციიდან “ინიციატივა-სამოქალაქო საზოგადოებისათვის”  სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო სიმბოლიკით გამოცხადდნენ უბანზე. კომისიის თავმჯდომარემ ორივე მათგანს უბანი დაატოვებინა. აქვე გვსურს ავღნიშნოთ, რომ როგორც ეს დამკვირვებლები აცხადებდნენ, მათ სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მაისურები “ქართული ოცნების” ოფისში გადასცეს,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სულ საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელია რეგისტრირებულია. გარდა ამისა პროცესს მონიტორინგს უწევს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 ათასი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100 საერთაშორისო დამკვირვებელი. დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაცია თავს ერთ მედია ცენტრში მოიყრის, სადაც პირველი განცხადება უკვე გაკეთდა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.