10 ქვეყანა ყველაზე ცუდი მძღოლებით – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეიტინგი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც გაანალიზებულია სხვადასხვა ქვეყნაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის – კოეფიციენტი, რომელიც 100 000 ადამიანზე ყოველწლიურად გამოითვლება .

 ზოგიერთ ქვეყენაში ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია – მაგალითად, ბრიტანეთში წლიურად გზებზე იღუპება 2,8 ადამიანი 100 000 -იდან, შვედეთში – 2,7.

 აშშ-ში ეს მაჩვენებელი შედარებით უფრო მაღალია – 11 ადამიანი  100 000-ზე.

 თუმცა არის ქვეყნები, სადაც სტატისტიკა  შემაშფოთებელია და გზებზე  უამრავი ადამიანი იღუპება.

 ასე გამოიყურება ანტირეიტინგის ტოპ-10:

10. ჩადი, აფრიკა,  გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 29.7 ადამიანი 100 000-ზე

ამ აფრიკული ქვეყნის მოსახლეობა შეაგდენს 11 მლნ. ადამიანს, ძირითადი სასაუბრო ენებია არაბული და ფრანგული, ასევე მრავალი ადგილოვბრივი ენა. ქვეყანა ასევე გამოირჩევა რელიგიური მრავალფეროვნებით, რის გამოც ადამიანებს შორის ხშირია კონფლიქტები, მათ შორის, გზებზე. გზების ქსელი ქვეყანაში საკმაოდ მოკრძალებულია – სულ 40 000 კილომეტრი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას გააჩნია გზებზე სიკვდილიანობის ძალიან მაღალი კოეფიციენტი. ძირითადად ეს განპირობებულია მოსახლეობაში 14 წლამდე ახალგაზრდა ადამიანების მაღალი წილით – 50%-ზე მეტი. ჩადის მოსახლეობის მეხუთედი არის 24-დან 50-მდე წლის, რაც მეტყველებს იმაზე რომ ამ ქვეყანაში ადამიანები იშვიათად აღწევენ ღრმა სიბერემდე და სიკვდილის მიზეზი ხშირად ხდება საავტომობილო ავარიები. ეს არის ძალიან ღარიბი ქვეყანა,  ძალიან ცუდი საგზაო ინფრასრუქტურით, თითქმის არ არსებობს საგზაო მოძრაობის მართვა და წესები.

9) ომანი –  გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 30.4 ადამიანი 100 000-ზე

მძიმე ავარიების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ხშირი ქვიშის ქარიშხლები და კაცების არაპროპორციულად მაღალი წილი მოსახლეობაში – 1 ქალზე ომანში მოდის 1,4 კაცი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამის გარდა, ქვეყნის მოსახლეობის 43%-ს ასაკია 25-დან 54 წლემადე. ამ სამივე ფაქტორიდან გამომდინარე ომანში ძალიან მაღალია გზებზე სიკვდილოანობის მაჩვენებელი.

8. გვინეა-ბისაუ (აფრიკა) –  გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 31,2 ადამიანი 100 000-ზე

დასავალეთ-აფრიკული ქვეყანა ატლანტიკური ოკეანეს დასავლეთ სანაპიროზე, მოსახლეობის რაოდენობა – 1.7 მლნ. ადამიანი. ამ ქვეყნისთვის ტიპიური სანახაობაა – გაცხარებული მძღოლების საქმის გარჩევები და ჩხუბები მორიგი ავარიის შემდეგ. აგრესიული ტარება აქ არის ჩვეულებრივი ამბავი. მოსახლეობის მხოლოდ 1% არის თეთრკანიანი, 99% – აფრიკელია და თანაც ძალიან ახალგაზრდა – მხოლოდ 7%-ია 55 წელზე უფროსი, რაც არის გზებზე მაღალი სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი. მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდები უფრო ხშირად ხვდებიან ავარიებში, რაც არაა გასაკვირი. ხოლო გვინეა-ბისაუს მოსახლეობის 19% არის 19 წლამდე ასაკის.

7) ერაყი, გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 31,5 ადამიანი 100 000-ზე

ისევე როგორც სხვა ქვეყნებში ამ ჩამონათვალში, ერაყშიც ძალზე მაღალია ახალგაზრდების წილი – ერაყელთა მხოლოდ 6,4%-ია 55 წელზე უფროსი. რა თქმა უნდა, ოფიციალურად ჯერ არავის დაუმტკიცებია უშუალო კავშირი ახალგაზრდა მოსახლეობის მაღალ წილს და ავარიულობის დიდ მაჩვენებელს შორის, თუმცა ეს ბმული აშკარად ჩანს შეუიარაღებელი თვალით.

რაც უფრო ნაკლებია ქვეყანაში ხანში შესული ადამიანები, მით უფრო მეტი ადამიანი იღუპევა ავარიებში  – ერაყში ეს მაჩვენებელი შეადგენს 31,5 ადამიანს 100 000-ზე, მაშინ როდესაც, მაგალითად, კანადაში – 4-ს 100 000-ზე. ამავე დროს კანადაში მოსახლეოვბის მესამედი არის 55 წელზე უფროსი. თანაც შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აშკარად შეიმჩნევა ამ მხრივ არა მხოლოდ მდიდარ ქვეყნებში, არამედ ღარიბ, და მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობით გამორჩეულ ქვეყნებში.

მაგალითად, იამაიკაში, სადაც მოსახლეობიოს დისციპლინა და მოწესრიგებულობა ბევრად არ განსხვავედება ერაყისგან, 100 000 ადამიანზე იღუპება მხოლოდ 11. რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ამტკიცებს ოფიციალურად, თუმცა კორელაცია აშკარაა. ნაწილობრივ ამას ადასტურებენ ფსიქოლოგები, რომლებიც თვლიან, რომ ახალგაზრდებს აქვთ  მიდრეკილება ემოციურობისკენ, ისინი ატარებენ ავტომობილებს უფრო დაუფიქრებლად, შედარებით ხშირად არღვევენ წესებს, რაც ხდება ავარიების მიზეზი.

6) ნიგერია –  გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 33.7 ადამიანი 100 000-ზე

ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა აფრიკაში. ნიგერიის მოსახლეობის მხოლოდ 6,1%-ა 55 წელზე უფროსი, რადგანაც ამ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა არ აღემატება 52 წელს, მოსახლეობის საშუალო ასაკია 18,2 წელი. გზები არაა ერთად-ერთი ადგილი, რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის ნიგერიაში – იქ ასევე მაღალია შიდს-ით დაღუპვის მაჩვენებელია, ძალიან ბევრი მკვლელობაა, და ცუდი მედიცინა. ასევე მაღალია რისკები საზღაო აკვატორიაში, სადაც მოქმედებენ მეკობრეები.

5. ირანი,  გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 34,1 ადამიანი 100 000-ზე


ირანის მოსახლეობის საშუალო ასაკია 28 წელი, მხოლოდ 10%-ა 55 წელზე უფროსი. ქვეყანა იკავებს მე-5 ადგილზ მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილოანობის მხრივ.  ამ შემთხვევაში სპეციალისტებს უჭირთ ამის ზუსტი მიზეზის დასახელება – ირანში ახალგაზრდა მოსახლეობის წილი მაღალია, თუმცა ამ ანტირეიტინგის სხვა ქვეყნებთან შედარებიღ მაინც დაბალია. ასევე ირანის მოსხალეობა გამოირჩვეა მაღალი კულტურით, საკმაოდ კანონმორჩილია და მოწესრიგებული.  ასევე ირანში საკმაოდ ძლიერი სახლემწიფოა, კარგი გზები, და საგზაო მოძრაობის სათანადო რეგულირება. თუმცა, ამის მიუხედავად ქვეყანა არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი გზებზე სიკვდილიანობის მხრივ.

4. ვენესუელა – გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 37,2 ადამიანი 100 000-ზე

ვენესუელში ხშირი ავარიების ერთ-ერთი მიზეზია მოძველებული ავტოპარკი – რბილ და თბილ კლიმატში მანქანების ექსპლუატაციის ვადა უფრო ხანგძლივია, თუმცა, ამის გამო, ქვეყანაში დადის ძალიან ბევრი გაუმართავი სატრანსპორტო საშუალება.  მათ ჭირდებათ ხშირი შეკეთება, რისი საშუალებას ქვეყნის ღარიბ მოსხლეობას არ გააჩნია,.

ამის გამო  ვენესუელის გზები – ერთ-ერთი ყველაზე საშიშია მსოფლიოში. ამას ემატება დამნაშავეობის ძალიან მაღალი დონე.

3) ტაილანდი, გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 38,1 ადამიანი 100 000-ზე

ქვეყანა განთქმულია ტროპიკული კლიმატით და მაღალმთიანი რეგიონებით, სადაც ხშირია დიდი ავარიები მრავალრიცხოვანი მსხვერპლით. მაგალითად, 2014 წელს სასკოლი ავტობუსს უმტყუნა მუხრუჭებმა, რის გამოც დაიღუპა 15 და დაშავდა 30 ადამიანი.

ასეთი მოძველებული ავტოტრანსპორტი არაა იშვიათობა ტაილანდში. ამის გარდა, ქვეყნის გზებზე ძალიან დაბალია უსაფრთხოების სტანდატრები, ხოლო მძღოლები თითქმის არ იცავენ მოძრაობის წესებს.

2. დომინიკის რესპუბლიკა,  გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 41,7 ადამიანი 100 000-ზე

ქვეყენაში თითქმის არ არსებობს მოძრაობის წესები, მათ შორის წითელი შუქნიშანი და მოძრაობის რიგითობა.

სადაც არ უნდა მოუხვიოთ, აუცილებლდა ვინმე ჩაგჭრით. ქვეყენაში ყველაზე ხშირია ავარიები გზაჯვარედინებზე, ამიტომაც დომინიკის რესპუბლიკა მსოფლიოში მე-2 ადგილზეა გზებზე სიკვდილიაონიბის მხრივ.

1. ნიუე, გზებზე სიკვდილიანობის კოეფიციენტი –  წელიწადში 68,2 ადამიანი 100 000-ზე

მსოფლიო ლიდერი ავარიებში სიკვდილოანობის მხრივ არის პატარა კუნძული წყნარ ოკეანეში.  ნიუეში ცხოვრობს მხოლოდ 1200 ადამიანი, თუმცა, თუ შეხვედავთ ავარიებში დაღუპული ადამიანების რადოენობას, მალე მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

 2010-2014 წლებში კუნძულის მოსახლეობა შემცირდა 200 ადამიანით და ამის მიზეზი – სწორედ ხშირი ავარიებია.  ეს მაშინ, როდესაც ქვეყენაში არის მხოლოდ 64 კილომეტრი გზა. თუ ასე გაგრძელდა, საბოლოო ჯამში ქვეყნის მთელი მოსახლეობა შეეწირება ავტოავარიებს.

წყარო: commersant.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.