100 წლის წინანდელი საქართველოს ისტორიის კადრებს სოციალურ ქსელში გაავრცელებენ

26 მაისისთვის მზადება თბილისსა და რეგიონებში უკვე დაიწყო. საიუბილეო თარიღამდე სოციალური ქსელის მომხმარებლები 100 წლის წინანდელი ისტორიის შესახებ საინტერესო ამბებს გაიგებენ.

სოციალური ქსელით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, როგორი მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდებოდა საქართველოში ზუსტად ერთი საუკუნის წინ და როგორ აფასებდნენ ჩვენი ქვეყნის მიღწევებს სხვადასხვა სახელმწიფოები.

სოციალური კამპანიის იდეა მთავრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის და მას კომპანია ლივინსგსტონთან ერთად ახორციელებს.

ისტორიული ფაქტების შემოწმებაზე, მოძიებასა და დამუშავებაზე სარეკლამო კომპანიასთან ერთად იმუშავა სპეციალურად შექმნილმა მკვლევარების ჯგუფმა: მისი წევრები არიან გიორგი კალანდია , ლევან თაქთაქიშვილი, ჯაბა სამუშია და დოდო ჭუმბურიძე.

კამპანია განხორციელდა საქართველოს ეროვნული არქივის, ლიტერატურის მუზეუმის, ხელნაწერთა მუზეუმის, მწერალთა სახლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.

ფეისბუქ სივრცეში შექმნილ გვერდებზე გაცოცხლებული 10 მთავარი პერსონაჟი: ნოე ჟორდანიანოე რამიშვილიექვთიმე თაყაიშვილიგიორგი კვინიტაძეაკაკი ჩხენკელიმარო მაყაშვილიქრისტინე შარაშენიძეზაქარია ფალიაშვილისანდრო ახმეტელი და ივანე ჯავახიშვილი თავიანთ და ქვეყნის 100 წლის წინანდელ ისტორიას სტატუსების და კომენტარების საშუალებითაც გაგვიზიარებენ. გარდა ამისა, მათგან გავრცელდება facebook live-ს ფუნქცია.​

ლაივების სერია შედგება 4 გაცოცხლებული ისტორიული მოვლენისგან, რომელიც წინ უძღოდა დამოუკიდებლობის მიღებას.
ფეისბუქ გვერდებთან ერთად შეიქმნება ვებგვერდი, სადაც ხელმისაწვდომია ყველა მთავარი მოქმედი პერსონაჟის შესახებ სრული ინფორმაცია და მათი რაკურსით დანახული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია.
ისტორიის უკეთ წარმოსადგენად ვებგვერდზე მოცემულია ეპოქის ამსახველი სხვადასხვა საარქივო მასალა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.