10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 215 329 მოქალაქემ დააფიქსირა – ცესკო

10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 215 329 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 6.15%-ს შეადგენს.  ცესკო-ს მონაცემებით განსაკუთრებით აქტიურია გურჯაანი, საგარეჯო. ლიდერობს თეთრი წყაროს რაიონი სადაც საკუთარი არჩევანი ამომრჩევლების 7.9%-მა დააფიქსირა. მცხეთაში ხმა უკვე მისცა 7.1%-მა, ხოლო ქარელში 7.2%-მა.

რაც შეეხება თბილისს, განსაკუთრებით აქტიურია გლდანის რაიონის.

„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 1 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6.15 %, რაც რაოდენობრივად არის 215 329 ამომრჩეველი,“-განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს მონაცემები ამ დროისთვის შედგენილია ერთი აქტი. ქობულეთის ერთ-ერთ უბანზე საარჩევნო ბიულეტენში არ ჩანდა ერთ-ერთი კანდიდატის სახელი და გვარი მკაფიოდ. ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით უბანზე გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ.

მარნეულში კი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გამოიცვალა ყუთი რადგან იყო გაბზარული.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.