112-ის ახალი ფუნქცია, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით

ნინო მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში ავცრელებს სტატუსს, სადაც 112-ის მოქმედი აპლიკაციის შესახებ წერს, რომელიც, მისი თქმით, განსაკუთრებულია და მისი საშუალებით სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენისას თქვენს დახმარებას ადვილად შეძლებენ.

„ძალიან მომწონს 112-ის სატელეფონო აპი და ვფიქრობ ყველას უნდა ჰქონდეს ჩამოტვირთული ტელეფონში. განსაკუთრებით ბავშვებს და მოზარდებს. აუცილებლად გაააქტიურეთ ადგილმდებარეობის მოძებნის ფუნქცია. თუ აღმოჩნდით სახიფათო ან რისკის შემცველ სიტუაციაში, აპლიკაცია SOS ღილაკზე დაჭერით თქვენს ადგილმდებარობას გადაცემს ოპერატორს. ან თუ ხართ ისეთ სიტუაციაში, სადაც ტელეფონით დარეკვა არ შეგიძლიათ, აპს აქვს დამესიჯების ან ზარის გაშვების ფუნქცია, რა დროსაც 112-ს ოპერატორს შეუძლია თქვენთან საუბრის გარეშე მოისმინოს რა ხდება თქვენ გარშემო.

ხოლო თუ მოგზაურობა გიყვართ, უცხოეთში ყოფნისას ავტომატურად გადაერთვება ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების ცხელ ხაზზე.

Google Play ან Apple Store-ში მოძებნეთ 112 Georgia და ჩამოტვირთეთ“.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.