12 წლის ბავშვმა მექსიკის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩააბარა

12 წლის მექსიკელი ბიჭუნა – კარლოს სანტამარია დიასი მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის ბიომედიცინის მიმართულების პირველ კურსზე ჩაირიცხა. მისაღები გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ კარლოსმა უნივერსიტეტის გენეტიკის შემსწავლელ ცენტრში ქიმიის მოსამზადებელი სამუშაო შეასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, კარლოსმა ფიზიკისა და მათემატიკის დამოუკიდებლად შესწავლა სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო. 9 წლის ასაკში ის უკვე ქიმიის, ბიოქიმიისა და ბიოლოგიის საუნივერსიტეტო პროგრამებში მონაწილეობდა. კარლოსის თქმით, მისი მიზანი მძიმე და იშვიათი დაავადებებისგან განკურნების საშუალებების პოვნაა. ჟურნალისტების კითხვაზე „თვლის თუ არა საკუთარ თავს გენიოსად“ ბიჭუნამ უპასუხა, რომ ეს სიტყვა არ უყვარს.
მექსიკის ეროვნული უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ 12 წლის სტუდენტი შეღავათებით და პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს და სხვების მსგავსად მოეთხოვება.
lenta.ru

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.