12:00 საათის მონაცემებით არჩევანი ამომრჩეველთა 15,95%-მა გააკეთა

12:00 საათის მონაცემებით არჩევანი ამომრჩეველთა 15,95% გააკეთა ანუ კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო 558 755 ამომრჩეველმა. მონაცემები დაახლოებით 2%-ით ჩამორჩება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 12 საათიან მონაცემებს (17,15%).

12 საათის მონაცემებით ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში 27,4%, ყველაზე დაბალი კი ყაზბეგში – 12%.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. 

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.