126 გარდაცვლილი, მათ შორის 68 ბავშვი – სირიაში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

სირიაში ევაკუაციის დროს განხორციელებული დაბომბვის შედეგად გარდაცვლილათა რიცხვი 126-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ამის შესახებ CNNავრცელებს. დაღუპულებს შოპრის სულ მცირე 68 ბავშვია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია არცერთ დაჯგუფებას.

აფეთქება ალეპოს მახლობლად ავტობუსების კოლონასთან მოხდა, რომელსაც იდლიბის პროვინციიდან ევაკუირებული ადამიანები გადაჰყავდა.

გავრცელებული ცნობით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. შედეგად ავტობუსების ნაწილი მთლიანად დაიწვა.

 

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.