13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მეტეხის ხიდზე პარაკლისის გადაიხდის

13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მეტეხის ხიდზე პარაკლისის გადაიხდის. ინფორმაციას ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანზე“ დაყრდნობით, ipn-ი ავრცელებს.

მეტეხის ხიდზე 16:00 საათიდან გაიმართება შემოქმედებითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები მიიღებენ, 17:00 საათზე კი ილია II ხიდზე საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.

„საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით ჩვენს გმირ წინაპრებს პატივს მიაგებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.