140 კონგრესმენი ტრამპისგან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული უმცირესობის წარმომადგენლებმა პეტიცია შეადგინეს, სადაც ისინი დონალდ ტრამპისგან მოითხოვენ, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს. მიმართვას ხელი 140-მა კონგრესმენმა მოაწერა.

“თქვენმა მოქმედებებმა ბოლო წლის განმავლობაში გვაჩვენა, რომ ყოველთვის პრეზიდენტ პუტინის გამართლებაში იქნებით და უარყოფთ იმას, რომ იგი 2016 წელს თქვენს კამპანიასთან ურთიერთობდა.

ამ უკანასკნელი მოქმედებით თქვენ იგნორს უკეთებთ კანონს და გვაჩვენებთ, რომ რუსეთთან მიმართებაში არაფერს იზამთ, რათა შეაჩეროთ ჩვენ არჩევნებში დამატებითი ჩარევები.

ჩვენ თქვენ გთავაზობთ იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც აუცილებელია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამ ინსტრუმენტებს თაროზე შემოდებთ, მაშინ ჩვენ მოვითხოვთ დამატებით საკანონმდებლო ზომებს გაცილებით უფრო მკაცრი მოთხოვნებით”, – ნათქვამია დემოკრატების წერილში.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.