15 ყველაზე მომაკვდინებელი არსება დედამიწაზე

მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველი სულაც არ არის ზვიგენი ან ნიანგი.

თავად ცხოველები გაცილებით ნაკლებ ადამიანს კლავენ, ვიდრე დაავადებები, რომლებსაც ისინი უვნებლად ატარებენ, მაგრამ ადამიანისთვის სასიკვდილოა.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ზუსტი დათვლა განსაკუთრებით რთულია და ციფრები მიახლოებითია.

15. ზვიგენები


ზვიგენები ადამიანს იაშვიათად ესხმიან თავს. მაგალითად, 2014 წელს ზვიგენის თავდასხმისგან მსოფლიოში დაიღუპა სამი ადამიანი, 2015 წელს – ექვსი.

14. მგლები


მგლების გავრცელების მრავალ ზონებში ადამიანებზე თავდასხმა არც ისე ხშირია.
ბუნების მსოფლიო ფონდის შეფასების მიხედვით, ბოლო 50 წლის განმავლობაში დაფიქსირდა მგლების მიერ ადამიანებზე თავდასხმის რამდენიმე ასეული შემთხვევა, ძირითადად ინდოეთში.

13. ლომები


ლომებთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ძალიან იშვიათია. 2005 წლის კვლევის მიხედვით, 1990 წლის შემდეგ, მხოლოდ ტანზანიაში ლომებმა 563 ადამიანი მოკლეს, წელიწადში საშუალოდ 22.
რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევები სავარაუდოდ მოხდებოდა ტანზანიის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ ზუსტი ციფრების დასახელება რთულია.

12. სპილოები


ადამიანებს სპილოები არც თუ ისე იშვიათად კლავენ. National Geographic-ის 2005 წლის მონაცემებით, სპილოების თავდასხმით წელიწადში დაახლოებით 500 ადამიანი კვდება.
თუმცა, გაცილებით მეტ სპილოს ხოცავენ ადამიანები.

11. ბეჰემოთები


დიდი ხნის განმავლობაში, ჰიპოპოტამები აფრიკის ყველაზე მომაკვდინებელ არსებებად მიიჩნეოდნენ. ისინი ადამიანებისადმი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.

10. ბრტყელი ჭიები


ეს პარაზიტები იწვევენ ინფექცია ცისტიცერკოზს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 700 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

9. ნიანგები


გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, ამჟამად მოზრდილ ცხოველებს შორის ნიანგები ყველაზე მეტ ადამიანს ხოცავენ აფრიკაში. კონკრეტული ციფრების დადგენა საკმაოდ რთულია.

8. ასკარიდა მრგვალი ჭიები


ასკარიდა მრგვალი ჭიები იწვევენ ინფექცია ასკარიდოზს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 4500 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.
გაერო-ს ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ინფექცია ადამიანის წვრილ ნაწლავში ჩნდება, ძირითადად ბავშვებში.

7. ბუზი ცეცე


ბუზ ცეცეს გადააქვს დაავადება აფრიკული ტრიპანოსომოზი (ძილის დაავადება) — პარაზიტული ინფექცია, რომელიც თავდაპირველად იწვევს თავის ტკივილს, სიცხეს, ზოგად ტკივილსა და ქავილს, მაგრამ მოგვიანებით იწვევს სერიოზულ ნევროლოგიურ პრობლემებს. ცეცესგან გამოწვეული სიკვდილიანობა ბოლო წლებში შემცირდა.
თუმცა, ყოველწლიურად ბუზ ცეცეს 10 000 ადამიანი ეწირება.

6. „მკვლელი ბაღლინჯოები“


ე. წ. მკვლელ ბაღლინჯოებს (Reduviidae) გადააქვთ შაგასის დაავადება, რომელიც წელიწადში დაახლოებით 12 000 ადამიანს კლავს.
შაგასის დაავადება პარაზიტული ინფექციაა.

5. მტკნარი წლის ლოკოკინები

მტკნარი წყლის ლოკოკინები ატარებენ პარაზიტ ჭიებს, რომლებიც ადამიანებში იწვევს დაავადება შისტოსომოზს. ახასიათებს მუცლის ტკივილი და სისხლი შარდსა და განავალში.

4. ძაღლები


ძაღლები, განსაკუთრებით კი ცოფის ვირუსით დაავადებულნი, ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველები არიან პლანეტაზე.
ცოფით წელიწადში დაახლოებით 35 000 ადამიანი კვდება. გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, 99% შემთხვევაში ცოფის მიზეზი ძაღლია.

3. გველები


2015 წლის მონაცემებით, გველის ნაკბენით წელიწადში 100 000-ზე მეტი ადამიანი კვდება.

2. ადამიანები


გაერო-ს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისის მონაცემებით, 2012 წელს მოხდა 437 000 მკვლელობა. ადამიანი მსოფლიოში მეორე ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველია.

1. მწერები


აბეზარი სისხლისმწოველი მწერები ვირუსებს ადამიანიდან ადამიანს გადასცემენ.

მწერებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ნახევარზე მეტი მალარიაზე მოდის, ძირითადად, სუბსაჰარულ აფრიკაში. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2000-2015 წლებში მალარიის შემთხვევები 37%-ით შემცირდა.

მწერებთან დაკავშირებული კიდევ ერთი დაავადებაა დენგის ცხელება, რომელიც აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მრავალი ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.