16 წლის მოსწავლე გრეტა ტურნბერგი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

სკანდინავიელმა პოლიტიკოსებმა 16 წლის შვედი მოსწავლე გრეტა ტურნბერგი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ამის შესახებ გამოცემა Aftonbladet-ი იუწყება.

„ძალიან საპატიო და სასიამოვნოა, ამ მნიშვნელოვან პრემიაზე ნომირირება. ეს დაუჯერებლი და უცნაურია“, – განუცხადა გრეტამ გამოცემას.

აღნიშნული ინიციატივით გამოვიდნენ შვედი და ნორვეგიელი დეპუტატები.

შვედმა მოსწავლემ მედიის ყურადღება 2018 წლის აგვისტოში მიიქცია, როდესაც სტოკჰოლმში პარლამენტის წინა აქცია გამართა.

მან განაცხადა, რომ გაკვეთილებს მანამდე არ დაესწრებოდა, ვიდრე შვედი პოლიტიკოსები არ დაიწყებდნენ პარიზის შეთანხმების შესრულებას მავნე ნარჩენების გადაყრის შეწყვეტის შესახებ. გრეტა ტურნბერგი მიიწვიეს კლიმატის შესახებ გაეროს კონფერენციასა და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. მან ათასობით ევროპელ მოსწავლეს უბიძგა მიებაძათ მისი მაგალითისთვის და ქუჩებში გამოსულიყვნენ კლიმატის ცვლილებების პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.