18 პოლიტიკური პარტია წლის განმავლობაში ჯამურად 8,939,157 ლარს მიიღებს

შესაბამის განკარგულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარემ უკვე მოაწერა. დაფინანსება პარტიებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წლიურად 2,081,038 ლარს მიიღებს (ყოველთვიური დაფინანსება – 173,420 ლარი).

„თავისუფალ დემოკრატებს“ – 512,196 ლარი გამოეყოფათ;

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ დაფინანსება 472,812 ლარი იქნება;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 991,726 ლარი;

„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – – 378,849 ლარი;

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 378,849 ლარი;

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 1,036,126 ლარი;

„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 507,174 ლარი;

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი;

„თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი;

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 241,625 ლარი;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,270,995 ლარი;

„ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87,024 ლარი;

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – 87,024 ლარი;

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი;

„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი;

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი;

„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.

წყარო: “bm.ge”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.