“18 წლის გოგოს შიმშილით გული წაუვიდა, ხელებში მაკვდებოდა, პურიც არ გვაქვს ორი დღეა”

ოზურგეთში, ჟორჟოლიანი 23 ნომერში მცხოვრები ხათუნა ზუბაშვილი რამდენიმე წუთის წინ “გურიის მოამბის” რედაქციას სტუმრობდა.

ქალბატონი დახმარებას ითხოვს. თვალცრემლიანი გვიყვება, რომ დღეს დილით მისი 18 წლის შვილს შიმშილით გული წაუვიდა და წაიქცა: “დამეხმარეთ, გთხოვთ. მშიერია 18 წლის ბავშვი, მწყურვალე, გული წაუვიდა შიმშილით ამ დილით და წამექცა. ორი დღე პურიც არ გვქონია. ახალი წელი არ იციან ჩემი ოჯახის წევრებმა საერთოდ, ტკბილეულსა და კანფეტზე ხომ ზედმეტია საუბარი. თავს მოვიკლავ, აღარ შემიძლია ამ ტანჯვის ყურება. გამწარებული ვარ. წლებია ასე ვიტანჯებით. ძვლივს მოვასულიერე ამ დილით ჩემი შვილი, ისე ცუდად გამიხდა. პატარა ბავშვისთვის კი ვახერხებთ ორი ლუკმის მიწოდებას, ჩემი შვილის სიკვდილი თვალით დავინახე. ან სამუშაო მომცენ, ან რამე. სამათხოვროდ ვარ ქცეული. 50 ლარით დამეხმარა მერის მოადგილე თქვენი წერილის მერე და 250 ლარი, ბავშვის ექიმთან წასაყვანად ერთჯერადი დახმარება მომცა მერიამ. დეპუტატია, აქ საკრებულოში, ნათია შარაშენიძე იმან შეიტანა საბუთები ჩემი ბავშვის ჯანდაცვის სამინისტროში და 4 ათასი ლარი ჯდება ოპერაცია და ველოდებით დაფინანსებას”-გვიყვება ხათუნა.

“სარეცხი გორად გვიყრია, ვერ ვრეცხავთ იმიტომ, რომ მშივრები ვართ და ძალა არ გვაქვს ის ხელით ვრეცხოთ. რომელზე ვიფიქროთ, წაქცეულები ვასულიეროთ, საკვები ვეძებოთ, რა ვქნათ??? გვიშველეთ რამე. დაგვეხმარეთ ხალხო. შიმშილით გული მიგვდის. შენობების კედლებს მოვყევი თქვენამდე რომ არ წავქცეულიყავი. თუ ახლა ჩვენს სახლში ერთ ლუკმა რამეს იპოვით, ღმერთმა მომკლას. სიცხიანი მყავს დის შვილი, საწოლიდან ვერ ინძრევა. ან სამსახური მოგვცენ რომელიმეს, არ გვეზარება, ვიმუშავებთ. სოციალური დახმარება აქვს ჩემს დას. წინასწარ გამოიტანა 5 თვის, ბავშვს ასთმა აქვს და ქუთაისში გადაიყვანეს საავადმყოფოში. გაგუდული ჩაიყვანეს იქ. ძვლივს გადარჩა. ვიხოცებით, ცოცხლად ვიხოცებით.

“გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. არ შეიძლება ადამიანი იქ გაჩერდეს და ამას ყველაფერს გაუძლოს. რომ დაღამდება, გათენების შიში მაქვს, რა გავაკეთო, რა შევძლო ამათთვის. უმძიმესი ავადმყოფი ჰყავთ სახლში, მშივრები იხოცებიან. დაეხმარონ, მიიტანონ გულთან ახლოს ამათი გასაჭირი, ბავშვები არ დაეხოცონ შიმშილით”-გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

„ჩემს დასთან ვართ შეკედლებულები, რომელსაც სახლი მეზობელმა დაუტოვა. მას ხუთი შვილი ჰყავს და მისი თავი გასჭირვებია, შეგვიფარა სამადლოდ. ის სახლიც მაისში უნდა დავცალოთ და მთლად ღია ცის ქვეშ ვრჩებით“-გვეუბნება ხათუნა.

ხათუნა ზუბაშვილი, 47 წლისაა, ის ჯერ არც პენსიას იღებს და სოციალური დახმარებაც მოხსნილი აქვს.

4-სულიანი ოჯახის დიასახლისი უმძიმეს პირობებსა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.
ზურაბიშვილებს არა აქვთ საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ისინი ახლა დის 6 სულიან ოჯახთან ერთად, დროებით მეზობლის სახლში ცხოვრობენ. მაისის თვეში ამ სახლის დაცლა მოუწევთ, რადგან მეპატრონე ოზურგეთში ბრუნდება.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 551 14 18 76  551 15 36 04

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this:
nt).ready(function(){jQuery("body").append('
'),window.setTimeout(arvlbFPPL.asyncReady,1),2!=lb_l_ret.performance&&jQuery.getScript("//connect.facebook.net/en_US/sdk.js#xfbml=1&version=v2.7&status=1&cookie=1",function(e,o,n){window.setTimeout(arvlbFPPL.initCode,200)})})/*]]>*/