19 ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვის სისტემით

ლონდონის მეცნიერულ-კვლევითმა ცენტრ  The Legatum Institute-მა   მე-11 ყოველწლიური „კეთილდღეობოს ინდექსი“ გამოაქვეყნა, რომელშიც  მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და წარმატებული ქვეყნები დასახელდა .

კვლევის ფარგლებშიб ორგანიზაციის ექსპერტებმა გააანალიზეს 100-ზე მეტი პარამეტრი, რომელიც   9 ქვეინდექსში გაერთიანდა.

ჯანდაცვა შეფასდა 3 კრიტერიუმის მიხედვით – ერის მენტალური და ფიზიკური სიჯანსაღე, ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურა  და პროფილაქტიკური ზომების ხელმისაწვდომობა.

მსოფლიოში საუკეთსო ჯადაცვა 19 ქვეყანას აღმოაჩნდა .

19. დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა არის ნამდვილი მარგალიტი ბრიტანული კეთილდღეობის გვირგვინში.  ჯანდაცვის საყოველთაო ეროვნული სისტემის ფარგლებში ქვეყნის ყველა მოქალაქეს სამედიცინო მომსახურეობასთან უფასო წვდომა გააჩნია.

თუმცა, ამის მიუხედავად, ის მუდმივად ხდება კამათის და განსჯის საგანი პოლიტიკოსების დებატების დროს.  ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ.

18. საფრანგეთი

საფრანგეთი  სამედიცინო მომსახურეობის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომობითაა ცნობილი. ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხაგძლივობა  – 83 წელია.

17. ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი და აქტიური ქვეყანაა, რომლის მოსახლეობაც  სპორტულ შეჯიბრებებში მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა ახალ ზელანდიაში 81.5 წელია.

16. ესპანეთი

ქვეყანა გამოირჩევა ჯანდაცვაზე მაღალი სახელმწიფო ხარჯებით – ესპანეთი  ჯანდაცვაზე ბიუჯეტის 10%-ს ხარჯავს. ამის გარდა, ის იკავებს მე-6 ადგილს ევროკავშირში ექიმების რაოდენობით. აქ ერთ სულ მოსახლეზე – 4 ექიმი მოდის.

15. სამხრეთ კორეა

ჯანდაცვის სისტემა  საყოველთაო სადაზღვევო სისტემის მეშვეობით ფინანსდება.  სამხრეთ კორეაში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა – 82.2 წელია

14. ფინეთი

ეს სკანდინავიური ქვეყანა გამოირჩევა მაღალი მაჩვენებლებით ყველა სოციალურ პარამეტრში. ფინელები ძალიან ჯანმრთელი ხალხია, სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა კი  – 81 წელია.

13. კატარი

სწორედ კატარშია საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა ახლო აღმოსავლეთში, ისრაელზე უკეთესიც კი.არც თუ დიდი ხნის წინ ქვეყნის მთავრობამ მიიღო ზომები საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შექმნისთვის, რომელიც  ქვეყნის მთელ მოსახლეობას მოიცავს.

12. გერმანია

ლუდისა და სოსისებისადმი არაჯანსაღი ლტოლივის მიუხედავად, გერმანელები  ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ერია მსოფლიოში. გერმანული მედიცინა კი – ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლიგიური და ეფექტური. ისევე, როგორც ყველაფერი გერმანული.ქვეყანაში სიცოცხლის საშუალი ხანგძლივობა  81  წელია.

11. ბელგია

ქვეყანაში მოქმედებს ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა. დაზღვევა  კი  ბელგიის ყველა მოქალაქისთვის აუცილებელია.

10. ავსტრალია

ქვეყანაში მოქმედებს ჯანდაცვის საყოველთაო სისტემა, რომელიც  ყველა მოქალაქის აუცილებელ სამედიცინო დაზღვევას გულისხმობს.

ავსტრალიაში  მშვენიერი, თბილი კლიმატი, კარგი ეკოლოგია, და სუფთა ჰაერია, ამიტომაც, ქვეყანა იკავებს მაღალ პოზიციებს ერის სიჯანსაღის მხრივ. სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა  – 82  წელია. ამ პარამეტრში ავსტრალია მსოფლიოში   მე-4 ადგილს იკავებს.

9. ჰონკონგი

ამ ქალაქ-სახლემწიფოში  11 კერძო და 42 სახელმწიფო საავადმყოფო მოქმედებს, რომელიც 7,2 მლნ. ადამიანს ემსახურება.  2012 წელს ჰონკონგმა დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოში ქალთა სიცოცხლის ხანგძლივობის მხრივ.

8. ჰოლანდია

უკვე 3 წელი ზედიზედ ჰოლანდია იკავებს მოწინავე პოზიციებს ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს შორის. ამ რეიტინგში მაქსიმალური შეფასება 1000 ქულაა, ხოლო ჰოლანდია იღებს 900-ს.

7. ნორვეგია

ისევე, როგორც სხვა სკანდინავიური ქვეყნები, ნორვეგია ხშირად იკავებს მოწინავე ადგილებს სხვადასხვა რეტინგებში. ეს ასევე ეხება მოსახლეობის ჯანმრთელობას. ნორვეგიაში მედიცინა 16 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, მოზრდილებისთვის მოქმედებს ძალიან ეფექტური სადაზღვევო სისტემა და სხვადასხვა ტიპის შეღავათები.

6. შვედეთი

შვედეთში სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა – 80  წელია.

5. ავსტრია

ავსტრიის ჯანდაცვის სისტემა  საყოველთაო  სამედიცინო დაზღვევას ეფუძნება. ავსტრიელები მაღალი დონის სამედიცინო მომსახურეობის მიღებისთვის  თვეში  საშუალოდ  25 ევროს იხდიან .

4. იაპონია

შეიძლება მსოფლიოში იყოს რამე პარამეტრი, სადაც იაპონია არ არის ლიდერთა შორის? სწორედ იაპონიაშია სიცოცხლის ხანგძლივობის  ყველაზე მაღალი  საშუალო მაჩვენებელი – 83  წელი.  თუმცა, ამავე დროს ქვეყანას აწუხებს დემოგრაფიული პრობლემა – იაპონიის მოსახლეობა სწრაფად ბერდება.

3. შვეიცარია

მდიდარი, ძალიან ლამაზი, და ძალიან ჯანმრთელი ქვეყანა. შვეიცარიაში არის თითქმის ყველაფერი, რაც ადამიანმა შეიძლება მოისურვოს, ხოლო ჯანდაცვის სისტემა ეფუძნება აუცილებელ და საყოველთაო დაზღვევას.

2.სინგაპური

სინგაპურში  6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის სამედიცინო სისტემა ტექნოლოგიურობის ძალიან მაღალი დონით გამოირჩევა.  სიცოცხლის საშუალო ხამგძლივობა – 83  წელია.

1.ლუქსემბურგი

გაიცანით Legatum Institute-ის რეიტინგის ლიდერი-ქვეყანა – ეს არის ლუქსემბურგი. მისი მოსახლეობა გამოირჩევა კარგი და ძლიერი ჯანმრთელობით, ჯანდაცვის სისტემა კი – მაღალი ხარისხით. სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა – 82 წელია.

წყარო : vestifinance.ru

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.