„1921 წლის შემდეგ საქართველოს ასეთი საშინელი დრო არ ჰქონია“ – თაკო ჩარკვიანი

„ბოლომდე იბრძოლებენ რუსთავი 2-ის იურისტები, ნიკა იცით როგორი პროფესიონალია, ჩვენ ყველანი, მაგრამ ყველაზე ცუდ ვარიანტს ვამბობ, უწყვეტ რეჯიმში „რუსთავი 2“ გადავა და იქ იქნება „რუსთავი 2“, – ამის შესახებ პოლიტიკოსი და პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი აცხადებს.

1921 წლის შემდეგ საქართველოს ასეთი საშინელი დრო არ ჰქონია. დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართვლოს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. მნიშვნელობა როგორ არ აქვს რაც მოხდა და როგორც არის, ბოლომდე იბრძოლებენ რუსთავი 2-ის იურისტები, ნიკა იცით როგორი პროფესიონალია, ჩვენ ყველანი, მაგრამ ყველაზე ცუდ ვარიანტს ვამბობ, უწყვეტ რეჟიმში „რუსთავი 2“ გადავა და იქ იქნება „რუსთავი 2“.

ფაქტია საშინელი, კაცმა უზურპატორმა მოახდინა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაცია. ყველა უზურპატორის ადგილი არის სანაგვეზე. არც ერთს არ შერჩენია. ასე იყო ისტორიაში და არავის შერჩენია. საქართველოს დამოუკიდებლობას ვინ დათმობს“, – ამბობს ჩარკვიანი.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.