„20 აგვისტოს ჩემზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა დავადგინე!!!“

აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს:

„სანამ 11 საათზე ერგნეთის შეხვედრა დაიწყება, სადაც ცენტრალური საკითხი ჩორჩანას ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული საგუშაგოს გახსნის საკითხი იქნება, 20 აგვისტოს ჩემზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა დავადგინე.

როგორც ვვარაუდობდი, ქართული ოცნების გორის საკრებულოს დეპუტატის ახლო ნათესავი იყო ერთ ერთი თავდამსხმელი, მეორე ასევე გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლის(ტიტუშკა, ქართული ოცნების აქტიური წევრი) ახლო ნათესავი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ თავდასხმას. სახელებს და გვარებს ჯერჯერობით შეგნებულად არ ვასახელებ. 

რატომ გამახსენდა ამ დილაუთენია ეს ამბავი ახლავე მოგახსენებთ.

ხომ იცით, არაფერი იმალება და ამ დილით ესეთი ამბავი გავიგე, რომ ატოცი/ბრეძა/კოდა/აბანო/ჭვრინისი სოფლების გამგებელი ეძებს ან უკვე იპოვა ტიტუშკების გუნდი სოფელ კოდაში, რომელიც შეეცდება გააუმჯობესოს წინა წარუმატებელი თავდასხმის შედეგი.

სხვათა შორის, ეს ის გამგებელია, რომელიც ატოცელებს აშანტაჟებდა სოფელში წყლის არგამოშვებით. ეს ქალბატონი ითხოვდა ატოცელებისგან ხელმოწერებს ჩვენი გუნდის გასაგდებად. სანაცვლოდ პირდებოდა წყლის პრობლემის მოგვარებას. ვერც ერთი ხელმოწერა ვერ შეაგროვა. 

მოკლედ, ვიცი რასაც აპირებთ და მზად ვარ. მოკითხვა წინა ტიტუშკების ყბებს.

ისე, საქმეს რომ მიხედოთ, მაგაზე რას იტყვით? წყალი, გზები, სოციალური დახმარების აღდგენა მოსახლეობისთვის, საქმე უამრავია და აზრიანად დაიხარჯეთ, ჩემი მეგობრული რჩევაა.

შეხვედრამდე. 

პ.ს.კოდაში ვარ ეხლა და თუ გინდათ ბარემ გამოუშვით.“

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.