20 გარდაცვლილი – ირანში პროტესტი გრძლდება – ,,სიკვდილი დიქტატურას!” (ვიდეო)

ბოლო მონაცემებით ირანში საპოტესტო აქციების შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა – მათ შორის ერთი პოლიციელი. კვერცხის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი საერთო ირანულ მღელვარებასა და აჯანყებაში გადაიზრდა. 28 დეკემბერს დაწყბულ პოტესტ უკვე უწოდეს “რევოლუცია” – 2009 წლის საპოტეტსო ტალღის შემდეგ ეს ირანში ყველაზე დიდი და მაშტაბური პროტეტსია. ხელისუფლებამ ყველა სოცილაური ქსელი დაბლოკა. ირანში არ უშვებენ საერთაშორისო მედიას. ირანის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა ხდება – აქციის მონაწილეები ქყვენის სულიერი ლიდერის ბანერებს და პლაკეტებს წვავენ. ხელისუფლება აქციების ორგანიზებაში “ქვეყნის მტრებს ადანაშაულებს” თუმცა ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სულირი ლიდერი და პრეზიდენტი “მტერს” არ აკონკრეტებენ. პრეზიდენტ რუჰანის განცხადებით ირანი დემოკრატიული ქვეყანაა და ხალხს პოტესტი უფლება აქვს. დღეს თეირანში მთავრობის სხდომაა დაგგემილი სადაც შესაზლოა სატარიფო პოლიტიკას გადახედო.

ბოლო მონაცემებით საპროტესტო აქციაბი ქვეყნის სახვადასხვა პროვინციის 70-მდე ქალაქში მიმდინარეობს მათ შორის ქვეყნის სულიერი ლიდერის ჰამენეის მშობლიურ ქალაქში. ბოლო დაუზუსტებელი მონაცემებით აჯანყებულებმა ათამდე ქალაქში სახელისუფლებო შენობები დაიკავეს. ვრცელდება ინფორმაცია რომ ქალაქ ქერმანში შტურმით აიღეს გუბერნატორის რეზიდენცია. არაქში კი პოლიციის შენობა. არაოფიციუალური ინფორმაციით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში აჯანყებულებმა დაიკავეს სამხედრო იარაღის ბაზები და „ისლამური წესრიგის დარაჯების“ სამხედრო ბაზები. ამავე ინფორმაციის თანახმად შირაზში დემონსტრანტებმა ისლამის აკადემიის შენობა და „ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის” სავარჯიშო ბაზა დაწვეს. დაუზუსტებელი ცნობებით ისპაჰანში, სადაც ბირთვული ტერიტორიაა და განთავსებულია ურანის კონვერსიის მოწყობილობები, დემონსტრანტებმა დაიკავეს ავიაბაზა. დემონსტრანტების მიერ დაკავებულია ქალაქი არაქიც, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ბირთვული ტერიტორიაა. გამოსვლები მიმდინარეობს ქალაქ ბუშერეშიც, სადაც რუსეთი აშენებს ატომურ ელექტროსადგურს. საპოტესტო ტალღა გადაედო რელიგიურ ქალაქებს: მეშხედი, ყუმი, ახბარი – დემონსტრანეტბი აქციაზე ამ ქალაქებში გამოდიან ლოზუნგებით „სიკვდილი ჰამენეის!” ისლამური რევოლუცია იყო ყველაზე დიდი შეცდომა!”. სტუდენტური პროტესტი მოეწყო თეირანის უნივერსიტეტთან. ახალგაზრდობა ქვებს ისვრიდა და სკანდირებდა – „სიკვდილი დიქტატურას!” ვრცელდება ინფორმცია რომ ირანში მცხოვრები არაბი, ბოშები, აზერბაიჯანელები და ქურთები ატიურად მონაწილეობენ სახალხო მღელვარებაში. არაოფიციალური ინფორმაციით ირანის არმიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და დემონსტრანტების დარბევაზე უარი განაცხადა.

 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.