20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაიცავით ეტიკეტი და დისციპლინა. სხვა დღისთვის გადადეთ ექიმთან ვიზიტი. განსაკუთრებით, მანდილოსნებმა.

 

კურო

კარგი დღეა ადამიანებთან შესარიგებლად. ახლობლები მადლიერები იქნებიან თქვენი. თუ რაღაც გსურთ, მიმართეთ კონკრეტულ ადამიანს კონკრეტული წინადადებით.

 

ტყუპი

საქმეებში გამარჯვება დამოკიდებული იქნება თქვენს ორგანიზებულობასა და განწყობაზე. მოაწესრიგეთ გარემო თქვენ გარშემო.

 

კირჩხიბი

სასიამოვნო შეხვედრების დღეა. ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ.

 

ლომი

დაისახეთ მიზანი და ეცადეთ, ორგანიზებულად იმოქმედოთ. მეტი დრო დაუთმეთ უსაფრთხოებისა და ფინანსური საკითხების მოგვარებას.

 

ქალწული

პოზიტიურად განეწყვეთ და სამომავლო იმედები ჩამოწერეთ. ზოგიერთი კარიერის გაუმჯობესებაზე დაფიქრდება. დახმარებისთვის მიმართეთ ერთგულ მეგობრებს.

 

სასწორი

მოაგვარეთ ფინანსური და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, ოჯახური უსიამოვნება. რუტინაზე ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ.

 

მორიელი

აუჩქარებლად იმოქმედეთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. კარგი დღე ელით კონტროლიორ, ადმინისტრატორ და მეცენატ ნიშნებს.

 

მშვილდოსანი

შეიძლება სხვისი საიდუმლოებები გაიგოთ ან საიდუმლო არქივთან მოგიწიოთ მუშაობამ, დაცულ ტერიტორიაზე შეხვიდეთ. დახმარებაზე არავის უთხრათ უარი.

 

თხის რქა

საშუალება მოგეცემათ რჩევა, გამოცდილება მიიღოთ უფროსი, გამოცდილი ადამიანებისგან. ზოგიერთი საზღვარგარეთ წასვლას გადაწყვეტს.

 

მერწყული

საქმეების დაწყებამდე დეტალურად ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ. დღეს კვალიფიციურ დახმარებას მიიღებთ.

 

თევზები

შეხვედრების დღეა. შეიძლება საქმიანი კონტრაქტი გააფორმოთ. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.