20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ – ჯანდაცვის მინისტრი

კომპენსაციებთან დაკავშირებით ცალსახა პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ, რათა კომპენსაციები იყოს საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ნორმატივების მიხედვით გაანგარიშებული. ჩვენ ალბათ, ამასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებსაც შევიტანთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 20 ივნისის ღამეს დაშავებულებისთვის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ბოლო ინფორმაციით, დაშავებულებთან მიმართებაში საკმაოდ დადებითი დინამიკა და კარგი შედეგი დგას.

„ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი და მათი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

ხუთი პაციენტი საზღვარგარეთ იმყოფება და ისინი ჩვენი და პარტნიორი კლინიკების მხრიდანაც მუდმივი მონიტირინგის ქვეშ არიან. ჩვენ გვაქვს მუდმივი ინფორმაცია ამ პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

რაც შეეხება დავით გრიგორიანს, რომელიც საავადმყოფოში თავში მიყენებული ჭრილობებით მკურნალობს, მინისტრის თქმით, მას აქვს ძალიან კარგი დინამიკა და ისიც გაემგზავრება საზღვარგარეთ სამკურნალოდ. რაც შეეხება მიყენებულ დაზიანებებს, ტიკარაძის განმარტებით, ამას გამოძიება დეტალურ პასუხებს გასცემს.

ავტორი: გურიის მოამბე

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.