2016 წელს, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე, სანქციის სახით დარიცხულმა თანხამ 8,764,539 ლარი შეადგინა

2016 წელს სულ 9,950 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, ამასთან, 8,278 საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე, სანქციის სახით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 8,764,539 ლარი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1,282 ფაქტზე სანქციის სახით დარიცხულმა თანხამ შეადგინა 838,532 ლარი.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს, საბაჟო დეპარტამენტის მიერ, გამოვლინდა 188.22 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანის ფაქტები; ასევე, 54,114 – აბი/კაფსულა, 169 – შეფუთვა, 37 – ამპულა და 19 – ქილა სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანის ფაქტები.

ჯამში გასულ წელს, საბაჟო დეპარტამენტის მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შემოტანის 291 ფაქტი გამოვლინდა, რაც წინა ორ წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, – კერძოდ 2015 წელს 238 ფაქტი გამოვლინდა, 2014 წელს კი 228 ფაქტი.

გაზრდილია იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტების გამოვლენაც და თუკი 2017 წელს მსგავსი 26 ფაქტი გამოვლინდა, 2015-ში ის 15-ს შეადგენდა, 2014-ში კი 17-ს.

წყარო: ბიზნეს კონტრაქტი

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: