2017 წელს საქართველოში 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა ხანძრის 10 951 შემთხვევა.

ამასთან, 16%-ით გაიზარდა ხანძრების შედეგად განადგურებული შენობა-ნაგებობების რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა 543 შენობა, 2016 წელს კი – 468.

2017 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა, რაც 61,2%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ხანძრების შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. ხანძრის შედეგად ტრავმა 2016 წელს მიიღო 249 ადამიანმა, 2017 წელს – 244-მა.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.