2017 წელს ტელევიზიებმა 594 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს, რომლის 62% ორ ტელევიზიაზე მოდის

წლის ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზია ტელე იმედია

„აიფიემ კვლევები“ აგრძელებს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვას, ამჯერად გთავაზობთ 2017 წლის მონიტორინგში შემავლ ტელევიზიებში გასული რეკლამების სტატისტიკა, ვინ გახდა წლის ლიდერი კომპანია.

2017 წლის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა 12 სატელევიზიო არხზე:

  • 1 არხი
  • 2 არხი
  • აჭარა
  • კომედი არხი
  • ჯიდიესი
  • ტელე იმედი
  • კავკასია
  • მაესტრო
  • მარაო
  • მიუზიკ ბოქსი
  • რუსთავი 2
  • ტვ პირველი

მონიტორინგი ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. რეკლამის ტიპოლოგიიდან გამომდინარე აღიწერება კომერციული, სასპონსორო და ტვ შოპის ტიპის რეკლამების გასვლების რაოდენობა, ქრონომეტრაჟი და რეკლამის ოფიციალური ღირებულება.

სულ 2017 წელს ტელეეთერში განთავსდა 892 805 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟი – 19 507 455 წმ. ინვესტიციამ კი ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით შეადგინა – 594 115 225 აშშ დოლარი.

გრაფიკზე წარმოდგენილია ტელევიზიების წილები საერთო სარეკლამო ბადიდან, როგორც გრაფიკიდან ჩანს, ყველა ტიპის რეკლამების რაოდენობის ჭრილში პირველ ადგილზეა ტვ პირველი, სადაც 2017 წლის განმავლობაში სულ განთავსდა 181 687 სარეკლამო რგოლი, მეორე ადგილზეა რუსთავი 2 – 154  871 რგოლით, მესამე ადგილი დაისაკუთრა ტელე იმედმა, 2017 წელს არხზე სულ განთავსდა – 138 370 რგოლი.

ხაზგასასმელია ტვ პირველის მიერ მოზიდული რეკლამის მოცულობა, თუმცა ვნახოთ რომელმა კომპანიამ შეძლო ყველაზე მეტი კომერციული რეკლამის გაშვება საკუთარ არხზე.

სულ წლის განმავლობაში ტელევიზიებით განთავსდა 729 573 კომერციული რეკლამა. აქედან ყველაზე მეტი კომერციული რეკლამა ასევე ეკუთვნის ტვ პირველს – 134 175 რგოლი, რაც წილობრივად 12 -ვე არხზე გასული რეკლამებიდან შეადგენს 18,39 %, მეორე მესამე ადგილები დაიკავეს: რუსთავი 2 მა – 14,21% და ტელე იმედმა – 14,16%.

ტვ პირველი რეკლამების რაოდენობის ჭრილში ლიდერობას თმობს მხოლოდ სასპონსორო და ტვ შოპის რეკლამების ტიპებში, სადაც პირველ შემთხვევაში უსწრებს რუსთავი 2 – 4106 რგოლით, მეორე შემთხვევაში ლიდერია ტელეკომპანია კავკასია, ასევე უნდა აღინიშნოს რომ წლის განმავლობაში ტვ შოპის რეკლამა მხოლოდ ტვ პირველზე და ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადიოდა.

სულ სასპონსორო რგოლების რაოდენობა იყო 156 916 რგოლი. გრაფიკზე ნაჩვენებია ტელეკომპანიების წილები სასპონსორო რგოლების ჭრილში.

რეკლამის მონიტორინგის ფარგლებში, ინვესტიციის პარამეტრი გამოითვლება ოფიციალური პრაის ლისტის მიხედვით, ასევე მონიტორინგში ვერ ხვდება სასპონსორო რგოლების ღირებულების ამსახველი ინფორმაცია, რადგან ეს უკანასკნელი წარმოადგენს კონფიდენციალური ინფორმაციას. შესაბამისად მონიტორინგში გვაქვს მხოლოდ ოფიციალურად გაცხადებული ფასების მიხედვით კომერციულ რეკლამის ინვესტიციის მოცულობის შესახებ ინფორმაცია, რაც სავსებით საკმარისია იმის დასადგენად თუ რომელი კომპანია გახდა 2017 წლის ყველაზე შემოსავლიან ტელევიზიად.

ტვ პირველი წლის ლიდერის პოზიციებს თმობს ინვესტიციის პარამეტრში, წლის შეჯამებული მონაცემებით წლის ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიაა ტელე იმედი – 31,11%, მეორე ადგილს იკავებს ინვესტიციის ჭრილში წინა წლების ლიდერი კომპანია რუსთავი 2 – 30,80 %, რაც შეეხება ტვ პირველს ინვესტიციის პარამეტრში კომპანია იკავებს მეექვსე ადგილს და მისი წილი 4,39% ია.

გრაფიკზე წარმოდგენილია ტელეკომპანიების წილები ინვესტიციის ჭრილში.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.