2017 წლის მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიან“ ქალაქად სინგაპური დასახელდა

2017 წლის მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიან“ ქალაქად სინგაპური დასახელდა. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც საკონსულტაციო კომპანია uniper Research-მა კორპორაცია Intel-თან ერთად ჩაატარა.

სინგაპური საუკეთესო აღმოჩნდა მობილურობის, ჯანდაცვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროებში.

კვლევის ავტორების თქმით, აზიურმა ქალაქ-სახელმწიფომ  წარმატებას მიაღწია სამედიცინო უზრუნველყოფაში. კერძოდ აქ შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც ხანდაზმულ ადამიანებს ჯანმრთელობაზე თვალყურის დევნასა და ექიმისთვის დისტანციურად მიმართვაში ეხმარება.

“ჭკვიანი” ქალაქების საერთაშორისო რეიტინგში მეორე ადგილს სან ფრანცისკო იკავებს, მესამეზე კი ლონდონია. ათეულში ასევე მოხვდნენ: ნიუ-იორკი, ბარსელონა, ბერლინი, ჩიკაგო, პორტლენდი, ტოკიო და მელბურნი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.