2018 წელს ევროკომისია უკრაინისთვის 32,5 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური ტრანშის გამოყოფს, რაც ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას მოხმარდება

2018 წელს ევროკომისია უკრაინისთვის 32,5 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური ტრანშის გამოყოფას აპირებს, რაც ქვეყნის რეგიონალურ განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ევროკავშირმა უკრაინისთვის ტრანშის გამოყოფა 2018-2020 წლებში გადაწყვიტა. იმის შესახებ, რომ წელს ევროკავშირი უკრაინისთვის, ქვეყანაში რეფორმების ჩატარების მიზნით ტრანშის გამოყოფას აპირებს, თებერვალში ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ უკრაინისთვის მესამე ტრანშის გამოყოფაზე უარი თქვა. ტრანშის მოცულობა 600 მილიონი ევრო იყო. უარის მიზეზი კი ქვეყნის მიერ ეკონომიკურ მმართველობაში სტრუქტურული რეფორმების გატარების ვალდებულებების დარღვევა გახდა. აქამდე უკრაინამ ევროკავშირისგან ორი ტრანსი მიიღო, რომელთა მოცულობაც 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.