2018 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 16 ათასით გაიზარდა და 300 ათასს მიაღწია – რით ინარჩუნებს ივანიშვილი რეიტინს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს სახელმწიფო სექტორში (მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, ასევე სსიპ-ებს, აიპ-ებს და სახელმწიფო კომპანიებს) დასაქმებულთა რიცხვი 16 ათასი კაცით გაიზარდა და 300 ათასი შეადგინა. ჯამში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია დასაქმებულთა 17.7%. 2017 წელს ეს მაჩვენბელი 16.6% იყო.

არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა  28.5 ათასით შემცირდა და 1 394 ათასი შეადგინა. უნდა აღვნიშნოთ, რომ არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულებიდან 833 ათასი თვითდასაქმეულია. შესაბამისად, თუ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულების სტატისტიკას ვნახავთ, სახელმწიფო სექტორში დასაქმების წილი 35%-ია.

ცხრილი: დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმების მიხედვით, ათასი კაცი

200720082009201020112012201320142015201620172018
სულ1,5771,5971,6111,6281,6431,6591,6431,6941,7341,7171,7071,694
სახელმწიფო321295310302281287252259287272284300
არასახელმწიფო1,2561,3021,3011,3251,3631,3721,3911,4361,4471,4451,4231,394

წყარო: საქსტატი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.