2018 წელს უფილტრო სიგარეტის მოხმარება 20%-ით გაიზარდა

აქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისსამსახურის მიერ თამბაქოს ინდუსტრიაზე გაცემულიაქციზური მარკების სტატისტიკის მიხედვით,საქართველოში უფილტრო სიგარეტის მოხმარება 2015 წლის შემდგომ მზარდია. თუ 2015წელს სულ 25.6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა აქციზური მარკა, 2017 წელს ამრიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია. 2018 წლის პირველ ნახევარში კი უფილტროსიგარეტზე 40 მილიონი აქციზური მარკა გაიცა, ეს 2017 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.

უფილტრო სიგარეტის მოხმარების ზრდის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, სხვა ტიპის თამბაქოსპროდუქტებთან შედარებით მისი სიიაფეა, რასაც ხელს დაბალი აქციზური გადასახადიცუწყობს. 2017 წლის პირველი იანვრიდან ყოველ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზურიმარკის ღირებულება 1.1 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. ხოლო უფილტრო სიგარეტისაქციზი ამაზე თითქმის სამჯერ იაფი, 60 თეთრი ღირს. ფილტრიანი სიგარეტების გაძვირებისგამო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უფილტრო თამბაქოზე გადაერთო.

აქციზის გაძვირების შედეგად ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება 2014-2015 წლებშიარსებული 450-460 მილიონი კოლოფიდან 2017 წელს 318 მილიონ კოლოფამდე შემცირდა.მთლიანობაში 2017 წელს გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა 15%-ით შემცირდა,შემცირების მთავარი მიზეზი ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გაძვირება იყო.

აქციზის გაძვირებას თან რამდენიმე უარყოფითი რისკი მოსდევს: პრიველი ეს არისდაუნთრეიდინგი, როდესაც მომხმარებლები სიგარეტის გაძვირების გამო უფრო იაფიანალტერნატივებზე გადადიან. ბაზრის რეგულირების მიუხედავად, ყოველთვის მოიძებნებაუფრო იაფი ალტერნატივა, რომლის ზემოქმედებაც ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლოაუფრო მძიმე იყოს. ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს მიზანი, სიგარეტის უარყოფითი გავლენისგანდაიცვას მოსახლეობა, პირიქით, შეიძლება გაზრდილი ზიანით იცვლება. ამას ემატებარამდენჯერმე დაბალი სააქციზო გადასახადიც, რაც უფილტრო სიგარეტებზე მოქმედებს.

აქციზის გადასახადის ასიმეტრიულად მაღალი ზრდა კონტრაბანდის რისკსაც ზრდის. 2017წელს თამბაქოს კონტრაბანდა 20-ჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს ფინანსთა სამინისტროსსაგამოძიებო სამსახურმა 26 557 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წელს კი 557 685კოლოფი.

კონტრაბანდული რისკი თავისმხრივ სხვა პრობლემებსაც იწვევს, მაღალი ეკონომიკურიდაინტერესების შემთხვევაში მან შესაძლოა კორუფციის რისკებიც გაზარდოს. ამასთანავე,ეკონომიკურ საზღვრებზე უაქციზო თამბაქოს შემოსვლის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოსმეტი რესურსის გაღება უწევს.

კიდევ ერთი თანმდევი პრობლემა ინფლაციის ზრდაა. იმის გამო, რომ სიგარეტი ერთ-ერთიმნიშვნელოვანი საქონელია, აქციზის გაძვირებით მისი ფასის ხელოვნური ზრდაინფლაციაზეც ახდენს გავლენას.

სწორედ ეს იყო 2017 წელს ქვეყანაში მაღალი ინფლაციის ერთერთი გამომწვევი მიზეზი. 2017წელს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, თუმცა ინფლაციამ საშუალოდ6.5% შეადგინა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, გაზრდილ ინფლაციაზემნიშვნელოვანი გავლენა იქონია ერთჯერადმა ფაქტორმა – აქციზის გაძვირებამ. ამ 6.5%-დან2.5% სწორედ თამბაქოსა ნავთობპროდუქტების გაძვირებაზე მოდიოდა. თუ მხოლოდ დამხოლოდ საგადასახადო კოდექსით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ რომ უფილტროსიგარეტი ფილტრიანთან შედარებით ნაკლებად მავნებელია, რადგანაც რამდენჯერმენაკლებად იბეგრება. თუმცა სინამდვილეში ასე არაა.

“კომერსანტი”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.