2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი

გამოკვლევაში 20 პარამეტრის მიხედვით  შეფასდა 761 უნივერსიტეტი – საუბარია ისეთ კრიტერიუმებზე, როგორიცაა სწავლების პროცესი, კვლევითი საქმიანობა, საერთაშორისო პოზიციები და ფინანსური მდგრადობა.

1.ჰარვარდი, აშშ

აშშ-ს და მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი. ამერიკის უძველესი უნივერსიტეტი. მდებარეობს ქალაქ კემბრიჯში, რომელიც შედის ბოსტონის აგლომერაციაში. ჰარვარდთან გარკვეული შეხეხა აქვს 75 ნობელის ლაურეატს – ისინი იყვნენ ამ უნივერსიტეტის ან სტუდენტები, ან პედაგოგები, ან თანამშრომლები.

ჰარვარდი ასევე პირველია მსოფლიოში კურსდამთავრებულებს შორის მილიარდერების რაოდენიბით. ამ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა კი არის მესამე სიდიდით ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2. ჩიკაგოს უმივერსიტეტიაშშ

 

კერძო კვლევითი უნივერსიტეტი, შეიქმნა 1890 წელს. არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი მეცნიერებაში და პოლიტიკაში დიდი გავლენის გამო. უნივერსიტეტში შედის კოლეჯი, სხვადასხვა ასპირანტურები, პროფესიული განათლების ინსტიტუტები, ცნობილი სამედიცინო, ბიზნეს, სოციალური მომსახურეობის, სამართლის და პოლიტიკის დარგში მომუშავე სკოლები. ასევე ჩიკაგოს უნივესიტეტში ფუნქციონირებს სასულიერო სემინარია.

3. კალიფორნიის უნივერსიტეტი

კერძო კვლევითი უნივერსიტეტი ქალაქ პასადენაში. ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული სასწავლებელი ინჟინერიის და ტექნოლოგიების დარგში. ასევე კალიფირნიის უნივერსიტეტს ეკუთვნის რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს NASA-ს ავტომატური კოსმოსური აპარატებოს გაშვებას. კალიფორნიის უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული 31 ნობელის ლაურეატი, მათ შორის 17 კურსდამთავრებული, 18 – პროფესორი.

4. ლონდონის იმპერიული კოლეჯი, ინგლისი

 

1907-2007 წლებში შედიონა ლონდონის უნივერსიტეტის შემადგენლობაში, ცალკე სასწავლებლად ჩამოყალიბდა 2007 წლის 8 ივლისს. შედის ე.წ. „ოქროს სამკუთხედში“ ოქფსორდთან და კემბრიჯთან ერთად. ტრადიციულად შედის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების რეიტინგებში.

5. სტენფორდი, აშშ

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტი, მდებარეობს ქალაქ პალო-ალტოში (სილიკონის ველი, 60 კმ. სან-ფრანცისკოდან). მისმა კურსდამთავრებულებმა შექმნეს ისეთი კომპანიები, როგორიცაა  Hewlett-Packard, Electronic Arts, Sun Microsystems, Nvidia, Yahoo!, Cisco Systems, Silicon Graphics და Google.

6. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიაშშ

უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი კემბრიჯში (ბოსტონის გარეუბანი). გამოირჩევა ნოვაციებით ისეთ დარგებში, როგორიცაა  საინჟინრო პროგრამები, საინფრომაციო ტექნოლოგიები, ეკონომიკა, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. ასევე ცნობლია მაღალი ხარისხის სწავლებით სხვა დარგებში, მათ შორისაა მენეჯმენტი, ეკონომიკა, ლინგვისტიკა,  პოლიტიკა და ფილოსოფია.

7.  კოლუმბიის უნივერსიტეტიაშშ

 

კერძო კვლევითი უნივერსიტეტი ნიუ-იორკში,  ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის იყო ოსკარის პრემიის 29 ლაურეატის,  29 სახელმწიფოს მეთაური (მათ შორის აშშ-ს 3 პრეზიდენტი), აშშ-ს უმაღლესი სასამასრთლოს 9 მოსამართლე. უნივერსიტეტში სწავლობდა ან ასწავლიდა 104 ნობელის ლაურეატი. კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა ყოველწლიურად ატარებს ამ დაგრში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – პულიტცერის პრემიის – დაჯილდოვების ცერემონიას.  უნივერსიტეტის 100-ზე მეტმა კურსდამთავრებულმა მიიღო ეს პრემია.

8. ჩრდილოეთდასავლეთის უნივერსიტეტიაშშ

 

კერძო კვლევითი უნივერსიტეტი, მდებარეობს ქალაქ ჩიკაგოს ერთ-ერთ გარეუბანში. აშშ-ს უმსხვილესი უნივერსიტეტი.

9. პრინსტონიაშშ

 

კერძო კვლევითი უნივერსიტეტი, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი. შეიქმნა ჯერ კიდევ ბრიტანული კოლონიზაციის პერიოდში. უნივერსიტეტს გააჩნია სკოლები ისეთ  დარგებში, როგორიცაა მედიცინა, სამართალი, ბიზნესი, რელიგია, არქიტექტურა, საერთაშორისო ურთიერთობები და ინჟინერია.

10. კემბრიჯი, ინგლისი

ბრიტანეთის მეორე უძველესი უნივერსიტეტი ოქსფორდის შემდეგ. სტუდენტების და ასპირანტების  სწავლების პროცესი და მეცნიერული საქმიანობა განაწილებულია 6 სკოლაში. ყოველ სკოლას გააჩნია თავისი ფაკულტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, ლაბორატორიები, და ა.შ. კემბრიჯის უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული 88 ნობელის ლაურეატი, და ამ მხრივ კემბრიჯი არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი.

11. პენსილვანიის უნივერსტიტეტიაშშ

 

შექმნა 1740 წელს ბენჟამინ ფრანკლინმა. ერთ-ერთი უძველესი ამერიკული უნივერსიტეტი, შეიქმნა ბრიტანული მმართველობის პერიოდში. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან ამერიკელი პოეტი ეზრა პაუნდი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი უორენ ბაფეტი, კონრგესის მრავალი წევრი, მინისტრები,  შტატების გუბერნატორენი, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები.

12. ოქსფორდიინგლისი

 

პირველი ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი და ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელი მსოფლიოში. დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ სწავლება იქ მიმდინარეობდა ჯერ კიდევ 1096 წელს.  ოქსფორდი უცვლელად იკავებს მოწინავე პოზიციებს მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგებში.

13. ლოზანას ფედერალური პოლიტექნიკური სკოლაშვეიცარია

 

შეიქმნა 1853 წელს. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძველი სასწავლებელი. სწავლების დასაწყებად არაა საჭირო გამოცდები, საკმარისი  სრული საშუალო განათლების მიღება.

14. ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლაშვეიცარია


 

შეიქმნა 1855 წლის 16 ოქტომბერს, უნივესიტეტთან დაკავშირებულია ნობელის პრემიის 21 ლაურატი, მათ შორის ყველაზე ცნობილია ალბერტ აინშტაინი.

15. პოლიტექნიკური სკოლასაფრანგეთი

 

ინჟინრების მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საფრანგეთში. შექმნეს ფრანგმა მეცნიერებმა გასპარ მონჟემ და ლაზარ კარნომ 1794 წელს. უნივერსიტეტში სწავლება გაყოფილია 3 პროგრამად – საინჟინრო ციკლი, მაგისტრატურა და ასპირანტურა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.